დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩირდილელიანთკარსა და გრიგოლაანთკარში სასმელი წყლის ორი ჭაბურღილი მოეწყო
07-03-2019, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში - ჩირდილელიანთკარსა და გრიგოლაანთკარში სასმელი წყლის ორი ჭაბურღილი მოეწყო.

 

 

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სასმელი წყლის ჭაბურღილებთან ერთად, მოწყობილ იქნა ცენტრალური სისტემა, ორი 50-ტონიანი წყალშემკრები ავზი და საუბნო ონკანები. წყლის დებეტის საკმარისი რაოდენობა 300-მდე მოსახლეს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

 

 

დასრულებული სამუშაოების მოსანახულებლად ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩირდილელიანთკარში იმყოფებოდნენ: რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი.

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, აღნიშნულ სოფლებს არასდროს ჰქონიათ წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა და მისი შექმნა წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც წარმატებით შესრულდა.

 

 

„მე მიხარია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფლის მოსახლეობის ყოფა ცოტათი მაინც გავაუმჯობესეთ, აქ განხორციელებული სამუშაოებით“-განაცხადა ზურაბ სეხნიაშვილმა.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი