იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ობიექტები დაათვალიერა
07-03-2019, 16:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან ერთად, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ობიექტები დაათვალიერა.

 

 

მხარის რწმუნებულმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია, რამდენად მომზადებული ხვდება ტურისტულ სეზონს აღნიშნული ობიექტები. შავლეგო ტაბატაძე სათაფლიის ნაკრძალის, პრომეთესა და საწურბლიას მღვიმეების, გორდში ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ვიზიტორთა ცენტრის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

 


,,იმერეთის რეგიონს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, სწორად იქნას გამოყენებული რეგიონში ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დაინტერესებულ ვიზიტორებს უნდა შევთავაზოთ მაღალი დონის მომსახურება და კომფორტული გარემო. 2019 წელს რეგიონში იგეგმება გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ცნობილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი მიმართულება დაემატება პირველი აგვისტოდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას რეგიონში. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზოთ საინტერესო ტურისტული მარშუტები და შესაბამისი გარემო“, განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

 


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე აპირებს რეგიონის მასშტაბით დაათვალიეროს ტურისტული ობიექტები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი