ვენესუელას პრეზიდენტმა მადურომ აშშ-ის „მასხარა და თოჯინა“ უწოდა გუაიდოს და „სამხედრო გადატრიალების“ აღკვეთისთვის შეიარაღებულ ძალებს ქება-დიდება შეასხა
10-03-2019, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქება-დიდება შეასხა შეიარაღებულ ძალებს იმისათვის, რომ მისი ერთგულები დარჩნენ და დაამარცხეს „სამხედრო გადატრიალება“, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ედგა სათავეში.

 


დემონსტრაციაზე მადურომ ასევე ბრალი დასდო ოპოზიციას „კიბერ თავდასხმების“ შედეგად ელექტროენერგიის მასობრივ გათიშვაში.

 


მირაფლორის საპრეზიდენტო სასახლის გარეთ სიტყვით გამოსვლისას მადურომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს ამერიკის შეერთებული შტატების „მასხარა და თოჯინა“ უწოდა.

 


„მათ მიიპატიჟეს შეიარაღებული ძალები, რომ სამხედრო გადატრიალება მოეხდინათ და მათი პასუხი მკაფიო იყო - მათ დაამარცხეს სამხედროს გადატრიალებაში ჩართული შეთქმულები“, განაცხადა მადურომ.

 


ვენესუელას პრეზიდენტის კომენტარებს წინ უძღოდა ქვეყანაში ოპოზიციური და პრო-სამთავრობო ჯგუფების მიერ მოწყობილი გამოსვლები.

 


ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში გუაიდოს მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის ხსნარი გამოიყენეს.

 

 

მომიტინგეებისადმი მიმართვისას ხუან გუაიდომ გამოაცხადა, რომ იგი ქვეყნის მასშტაბით მოაწყობს ტურს, რომ შეკრიბოს ხალხი და კარაკასში „ძალიან მალე“ მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციაზე დასასწრებად ჩაიყვანოს.

 


„ჩვენ ყველანი, მთელი ვენესუელა კარაკასში მოვიყრით თავს, რადგან ჩვენ გვჭირდება ყველა მათგანის ერთობა“, განაცხადა გუაიდომ.

 


ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა და მისადმი მხარდაჭერა შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ლათინური ამერიკის არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ - ჯამშში 50-ზე მეტმა ქვეყანამ გამოხატა, თუმცა რუსეთის, ჩინეთის და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ნიკოლას მადურო, რომელსაც ზურგს სამხედრო ძალები უმაგრებენ, ამ დრომდე ინარჩუნებს ძალაუფლებას და დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი