[ვიდეო] რაგბიში საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდებს შორის შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშით 52:3 მოიგეს
10-03-2019, 18:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის „აია არენაზე“ დასრულდა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურის მატჩი საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდებს შორის. შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშით 52:3 მოიგეს. მეტოქეს მათ 8 ლელო დაუდეს. გერმანელებმა ამას მხოლოდ ერთი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს.

 


როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება, მატჩის გმირი საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მორაგბე მირიან მოდებაძე გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. ეს მისი მეშვიდე თამაში იყო ეროვნული ნაკრების მაისურით და აქამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მეტოქის ჩათვლის მოედანი აღებული. გერმანიასთან დაპირისპირებაში ანგარიში სწორედ მოდებაძემ გახსნა. ეს მან მატჩის მეორე წუთზე მოახერხა. გარდასახვა გელა აფრასიძემ ზუსტად შეასრულა – 7:0.

 


2 წუთში ანგარიში უკვე 14:0 იყო. ამჯერად თავი გამოცდილმა ლაშა ხმალაძემ გამოიჩინა. აფრასიძემ ამ შემთხვევაშიც უშეცდომოდ დაარტყა.

 


ორ ლელოს გერმანელებმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს და სხვაობა შეამცირეს – 14:3. 22-ე წუთზე გერმანელთა ჩათვლის მოედანი შალვა მამუკაშვილმა აიღო. აფრასიძეს გარდასახვის გატანა არც ამჯერად გასჭირვებია – 21:3.

 


ტაიმის ბოლოს ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამიწეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე, თუმცა მსაჯმა წინ თამაში დააფიქსირა და ლელო არ ჩაითვალა.

 

 

 


„ბორჯღალოსნები“ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდნენ. თამაშის განახლებიდან 5 წუთში ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ლაშა მალაღურაძემ, რომლისთვისაც ეს 90-ე კეპი იყო, აფრასიძის გადაცემა გამოიყენა და ლელო დადო. აფრასიძის ზუსტად შესრულებული გარდასახვა და ანგარიში 28:3 გახდა.

 


ამას კიდევ ორი ლელო მოჰყვა და ორივეს ავტორი მირიან მოდებაძე გახდა. პირველ შემთხვევაში აფრასიძემ ბურთი გარდასახა, მეორედ, ურთულესი პოზიციიდან დაარტყა და ძელს მოახვედრა.

 


მე-60 წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ვასილ ლობჟანიძემ, ცუცქირიძე-შარიქაძის კომბინაცია დაასრულა ლელოთი. გარდასახვა ამჯერად სოსო მათიაშვილმა დაარტყა – 47:3.

 


მატჩის ბოლო ლელო მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა – 52:3.

 


ეს ამ გუნდებს შორის გამართული მერვე დაპირისპირება იყო. გერმანელებმა რვავე მატჩი წაგეს.

 


ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატში“ გამარჯვება ერთი ტურით ადრე გაინაღდეს, გერმანელები კი ბოლო პოზიციას იკავებენ.

 


მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. მატჩი 17 მარტს კრასნოდარში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი