თავდაცვის მინისტრი აშშ-ში „საზღვაო ქვეითთა თამაშებში“ გამარჯვებულ პარასპორტსმენებს თბილისის აეროპორტში დახვდა
12-03-2019, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ში, პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ დაბრუნებული დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში 38 მედლით დაბრუნდა. პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდნენ.

 


თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს გამარჯვება პირადად მიულოცა. ლევან იზორიამ დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს საერთაშორისო ტურნირში წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.

 


პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ შეჯიბრებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა გუნდმა 38 მედალი მოიპოვა. 24 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით ჩატარებულ ტურნირში, რომელშიც 7 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი იყო ჩართული, ქართველმა სამხედროებმა სპორტის 8 სახეობაში წარმატებით იასპარეზეს, მათ შორის - მჯდომარე კალათბურთში, ცურვაში, სროლაში, მშვილდოსნობაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში და ველოსპორტში. პარასპორტსმენებმა 20 - ოქროს, 10 - ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

 


საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მეხუთედ მიიღეს. ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში გასულ წელსაც იასპარეზეს და საქართველოში 20 მედლით დაბრუნდნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი