გეგუთის პატიმრების თავდაპირველ მოთხოვნაზე გამოძიება მიმდინარეობს
10-02-2014, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გეგუთის პატიმრების თავდაპირველ მოთხოვნაზე გამოძიება მიმდინარეობს.

 


თუმცა, როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრების მოთხოვნა არა გამოძიება, არამედ ადმინისტრაციის შეცვლაა.

 

 

"ჩემს კომპეტენციას ეს არ განეკუთვნება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გამოძიება იმ ფაქტზე, რაზეც თავიდან ჰქონდათ პრეტენცია, დაწყებულია, მაგრამ მათი მოთხოვნა არა გამოძიება, არამედ ადმინისტრაციის შეცვლაა. ადმინისტრაციის შეცვლა, ჩემი ინფორმაციით, არ მომხდარა, ხოლო პატიმრები აგრძელებენ თავისი მოთხოვნის წაყენებას", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

რაც შეეხება პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, არც ერთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 


"პირადად გუშინ ექიმებთან ვიმყოფებოდი გეგუთის დაწესებულებაში, საიდანაც 17 მსჯავრდებულის გადაყვანა მოხდა სამოქალაქო კლინიკებში. მათ აღმოუჩინეს დახმარება და დააბრუნეს უკან. 14 ადამიანს პენიტენციური ჯანდაცვის ექიმებმა და გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. დღეს დილიდან ვითარება იყო სტაბილური. არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა თალაკვაძემ.

 


მისივე თქმით, პატიმრებმა თვითდაზიანებები საყოფაცხოვრებო ნივთებით მიიყენეს, რომელთა ფლობის უფლებაც მათ შინა განაწესით აქვთ.

 


"რამდენიმე ათეულ მსჯავრდებულს თვითდაზიანებები ქონდა მიყენებული ძირითადად ზემო კიდურებზე. რამდენიმე მათგანი არ საჭიროებდა არანაირ ქირურგიულ ჩარევას. მათ უბრალოდ დაუმუშავდათ ჭრილობები და დილისთვის ყველა მათგანის მდგომარება იყო სტაბიოლური. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შიმშილობას პატიმრები აგრძელებენ", - განაცხადა თალაკვაძემ.

 


მისივე თქმით, ძალის გამოყენებას სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 


ამასთან, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუ რამდენი ადამიანი შიმშილობს საპატიმროში, თუმცა მისი თქმით, ორი დღის წინ 800-მდე პატიმარი დარეგისტრირდა.

 


პატიმრები გეგუთის ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშალებს და მის შეცვლას ითხოვს.

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/269459-archil-thalakvadzis-informaciith-geguthis-patimrebis-thavdapirvel-mothkhovnaze-gamodzieba-mimdinareobs.html  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი