დუშეთში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭა
12-03-2019, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე უსახელო მწვერვალს ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული გმირის, მფრინავ ზურაბ იარაჯულის საიუბილეო ღონისძიებაზე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ განაცხადა.

 

 

12 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 48 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარიძეებს ესტუმრა. ბრიგადის გენერალმა ზურაბ იარაჯულის მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან გმირის სახელობის პარკში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ზურაბ იარაჯულის ღვაწლზე ისაუბრა და მისი ოჯახის წევრებს გადასცა საქართველოს რუკები, რომელზეც გმირის სახელობის მწვერვალის გეოგრაფიული კოორდინატებია დატანილი. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ უწყების ტოპოგრაფიული სამსახურის თანამშრომლები დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო მწვერვალისთვის ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

 

 

მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სკოლაში გადაინაცვლა, სადაც ზურაბ იარაჯულის მემორიალური გამოფენა დაათვალიერა. მან სკოლის წარმომადგენლებსაც გადასცა რუკები ზურაბ იარაჯულის სახელობის მწვერვალის გეოგრაფიული კოორდინატებით.

 

 

ღონისძიებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ტოპოგრაფიული სამსახურის თანამშრომლები, რეგიონის ოფიციალური წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ.

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს თავდაცვის უწყების ინიციატივით ზურაბ იარაჯულის სახელი ახლახან მიენიჭა.

უსახელო მწვერვალი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ფშავში, მწვერვალ დიდი ბორბალოს მიმდებარედ (გეოგრაფიული კოორდინატები: X-518493; Y-4693900).

 

 

სამხედრო მფრინავი, ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი