დიდი ბრიტანეთი „ბრექსიტის“ დიდ ქაოსში - პარლამენტმა ტერეზა მეის ევროკავშირთან შეთანხმებას კიდევ ერთხელ უთხრა უარი
13-03-2019, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიტანელმა კანონმდებლებმა სამშაბათ საღამოს კიდევ ერთხელ უთხრეს უარი პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის „ბრექსიტის“ შეთანხმებას, რითაც კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანეს ბრიტანეთი და ახლა პარლამენტმა რამდენიმე დღეში უნდა გადაწყვიტოს დაუჭერს თუ არა მხარს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის წინადადებას თუ ბლოკიდან 29 მარტისთვის დაგეგმილი გასვლის გადადებას მიემხრობა.

 


მეის მიერ წარმოდგენილ „ბრექსიტის“ გარიგების შესწორებულ ვარიანტს თემთა პალატაში მხარი 242 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 391 წავიდა. იანვარში გამართული კენჭისყრისას კი პრემიერ მინისტრის მხარდამჭერთა რიცხვმა 230 შეადგინა - 12 დეპუტატით ნაკლები.

 


შემდგომი კენჭისყრა დღეს, 13 მარტს, 19:00 GMT-ზე გაიმართება და ამჯერად თემთა პალატაში უნდა გადაწყვიტონ დატოვებს თუ არა მსოფლიოს მე-5 ყველაზე დიდი ეკონომიკა მსოფლიოს ყველაზე დიდ სავაჭრო ბლოკს შეთანხმების გარეშე - სცენარი, რომელიც ბიზნეს ლიდერების გამაფრთხილებელი განცხადებით, ბაზრებსა და საფონდო ბირჟებზე, ასევე სურსათ-სანოვაგის ქსელებში ქაოსს წარმოშობს, ხოლო სხვა კრიტიკოსების თქმით, ამან შესაძლოა საკვების და მედიკამენტების დეფიციტი შექმნას.

 

 

 


მეიმ განაცხადა, რომ მთავრობა თავისი პარტიის დეპუტატებს არ მისცემს ინსტრუქციას თუ როგორ უნდა მისცენ ხმა, როგორც ეს სხვა დროს ჩვეულებრივი შემთხვევა არის ხოლმე.

 

 

ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ წარმოამდგენლის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ მეიმ „ქვეყნის მართვის პრეტენზიაზე უარი განაცხადა“. მეის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მას გადადგომის შესახებ არ უმსჯელია.

 


პრემიერ მინისტრმა, ორშაბათის გვიან ღამემდე გამართული მოლაპარაკებებით გადაქანცულმა, კანონმდებლებს ჩახლეჩილი ხმით უთხრა: „ნება მიბოძეთ, მკაფიო ვიყოთ. შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებასა ან გახანგრძლივებაზე კენჭისყრა არ ჭრის იმ პრობლემას, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“.

 

 

ახლა დიდი ბრიტანეთი - მსოფლიოს მე-5 ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და ტერეზა მეის მთავრობა დიდი დილემის წინაშე დგას. ევროკავშირის დატოვება გარიგების გარეშე, ან 29 მარტის ბლოკიდან გასვლის ვადის გადაცილება ანუ „ბრექსიტის“ გახანგრძლივება, ვადამდელი არჩევნები და უფრო მეტიც, ახალი რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე - ყველა ეს სცენარი ახლა შესაძლებელია, რომ განვითარდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი