სასტიკად არიან მოკლული სკოლის მოსწავლეები და ერთი ზრდასრული ადამიანი ბრაზილიის შტატ სან პაულუს სკოლაში მოზარდების მიერ განხორციელებული სროლებისას
13-03-2019, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 7 მოსწავლეა მოკლული ბრაზილიის შტატ სან პაულუს ქალაქ სუზანოში, პროფესორ რაულ ბრაზილის სახელმწიფო სკოლაში განხორციელებული სროლებისას, იტყობინება BBC პოლიციაზე დაყრდნობით. დაღუპულია ასევე ერთი ზრდასრული ადამიანი და დაჭრილია სულ მცირე 10 სხვა ადამიანი. 

 


პოლიციის განცხადებით, თავდასხმა ორმა „შეიარაღებულმა და თავზე ქუდჩამოფხატულმა მოზარდმა“ განახორციელა, რის შემდეგაც ორივე მათგანმა თავი მოიკლა. როგორც ითქვა, თავდამსხმელები ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეები იყვნენ. 

 


სან პაულუს შტატის გუბერნატორმა ხოაო დორიამ „თვითერზე“ დაწერა, რომ სკოლის სტუდენტები „სასტიკად იქნენ მოკლული“.

 

 

 

 

სროლები ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა (12:30 GMT).

 


„როცა მე მივედი სკოლაში... ირგვლივ ქაოსი იყო. მასწავლებლები, მუშები, ყველანი გარბოდნენ“, უთხრა სკოლის ახლომდებარედ მცხოვრებმა ჯულიანო სიმოეს დე სანტანამ გაზეთ „Folha de S.Paulo“-ს.

 

 

დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ დროისთვის არ სახელდება.

 

 

სკოლაში, სადაც სასტიკი თავდასხმა განხორციელდა, როგორც დაწყებითი, ისე შემდგომი კლასების მოსწავლეები სწავლობენ და მათი რაოდენობა 1 000-ს აღწევს. მოსწავლეთა ასაკი  6-დან 18 წლამდეა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი