სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და გაცილებით მეტი ნანგრევებშია მოქცეული ნიგერიის ქალაქ ლაგოსში მას შემდეგ, რაც შენობა, რომელიც სკოლასაც მოიცავდა, ჩამოინგრა.
სკოლაში, რომელიც კუნძულ ლაგოსზე ოთხსართულიანი შენობის ბოლო სართულზე იყო განთავსებული, 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა, უთხრა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა BBC-ის.
ოფიციოზის განცხადებით, დაახლოებით 40 ბავშვი ცოცხლად ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
შენობა, რომელიც საცხოვრებელი სახლი იყო, „ავარიული“ შენობების სიაში იყო შეტანილი და დემონტაჟს ექვემდებარებოდა.
სკოლის ჩამონგრევა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.