ნატო-ს გენერალური მდივნის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია
14-03-2019, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის 2018 წლის ანგარიშიდან საქართველოს შესახებ ამონარიდებს აქვეყნებს.

 

 

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა

 

 

ბრიუსელის სამიტზე, ნატო-ს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

 


საქართველო

 

 

საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის და მოკავშირეებს არაერთხელ დაუდასტურებიათ თავიანთი ძალისხმევა საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად. საქართველო, ასევე, არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატოს ოპერაციებსა და მისიებში.

 

 

საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და შესაბამისად, საქართველოს ნატო-ში გაწერვიანებისათვის მომზადებას ემსახურება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC); თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა; ლოგისტკურ შესაძლებლობა; სპეციალური ოპერაციების ძალბი; დაზვერვა; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაცია; კიბერ თავდაცვა; შესყიდვები; ავიაცია; საჰაერო თავდაცვა; საზღვაო უსაფრთხოების განვითარება; სამხედრო პოლიცია; სტრატეგიული კომუნიკაციები; კონტრ-მობილობა და კრიზისის მენეჯმენტი.

 

 

მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატოს ოპერაციებსა და მისიებში.

 

 

საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და შესაბამისად, საქართველოს ნატო-ში გაწერვიანებისათვის მომზადებას ემსახურება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC); თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა; ლოგისტკურ შესაძლებლობა; სპეციალური ოპერაციების ძალბი; დაზვერვა; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაცია; კიბერ თავდაცვა; შესყიდვები; ავიაცია; საჰაერო თავდაცვა; საზღვაო უსაფრთხოების განვითარება; სამხედრო პოლიცია; სტრატეგიული კომუნიკაციები; კონტრ-მობილობა და კრიზისის მენეჯმენტი.

 

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარდაჭერილია დაახლოებით 40 რეზიდენტი და არარეზიდენტი ექპერტების მიერ ყველა მოკავშირე ქვეყნიდან, ასევე ფინეთიდან და შვედეთიდან. მოკავშირეები და პარტნიორები, ასევე, ახორციელებენ დაფინანსებას წვრთნების, საქართველოს საერთაშორისო სწავლებებში მონაწიოების და მსუბუქი შეიარაღების მიმართულებით.

 

 

ექვსი ინიციატივის ამოცანები 2019 წელს შესრულდება. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესწყიდვების გამჭვირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერ თავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების ხელშეწყობაში.

 

 

სხვა ინიციატივები, როგორებიცაა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, რა ხანია, რაც არაერთ ღონისძიებას თავაზობენ სამხედრო და სამოქალაქო პირებს.

 


2018 წელს, მოკავშირეებმა საქართველოსთვის გაზრდილი მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს, რომელიც კონტრ-მობილობის, წვრთნებისა და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციის სფეროებს მოიცავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი