ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის იარაღის მჭიდზე ქართულ ენაზე დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი წერია
15-03-2019, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბრიტანული „დეილი მეილი“ ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას თავდამსხმელთა მიერ გამოყენებული იარაღის მჭიდის ფოტოებს ურთავს, რომელსაც ქართულ ენაზეც აქვს წარწერები. კერძოდ, მასზე ქართულად წერია: დავით სოსლანი, დავით აღმაშენებელი.

 


„დეილი მეილი“ ფოტოებს ასეთ აღწერას ურთავს: „მსროლელთა იარაღზე აღნიშნულია იმ სხვა ადამიანების სახელები, რომლებმაც თავდასხმები განახორციელეს“.

 

 

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმებისას 49 ადამიანია მოკლული და 20-ზე მეტს სერიოზული ჭრილობები აქვს მიყენებული.

 

 

პრემიერ მინისტრმა, ჯესინდა არდერნმა მომხდარს „ტერორისტული აქტი"  და ქვეყნის ერთ-ერთი „ყველაზე შავბნელი დღე" უწოდა.

 

 

პოლიციის კომისარმა, მაიკ ბუშმა განაცხადა, რომ დაკავებულია სამი მამაკაცი და ერთი ქალი, თუმცა დაამატა, რომ დამნაშავეთა ქსელი, შესაძლოა, უფრო ფართო იყოს. 

 

 

ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი ავსტრალიაში დაბადებული ავსტრალიის მოქალაქეა. მან თავდასხმაში ეჭვმიტანილი აღწერა, როგორც „ექსტრემისტული, ძალადობრივი, მემარჯვენე ფრთის ტერორისტი". 

 

 

პოლიციამ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საფრთხე კვლავ არსებობს“.

 

რა ვიცით ამ დროისთვის თავდასხმის შესახებ?

 

ამ დროისთვის კრაისტჩერჩში მომხდართან დაკავშირებით ჩვენ ვიცით:

 

 

მასობრვი სროლები იყო სულ მცირე ორ მეჩეთში - „მრავლობითი უბედურებით“.

 


ასაფეთქებელი მოწყობილობებია აღმოჩენილი პოლიციის მიერ რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებაში.

 


მეჩეთებს უთხრეს, რომ ჩაკეტონ თავიანთი კარები, შემდგომი ცნობების გავრცელებამდე.

 


ახალი ზელანდიის მთავრობა საგანგებო სხდომას მართავს.

 


შეიარაღებულმა მამაკაცმა ინტერნეტით მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც მუსლიმებისა და უმცირესობების წინააღმდეგ სიძულვილია გამოხატული და მანვე თავდასხმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ეთერის რეჟიმში ჩართო.

 

 

ავსტრალიაში მუსლიმებმა განცხადება გაავრცელეს და „მხეცური“ ქმედება „ისლამოფობიის პროდუქტად“ გამოაცხადეს.

 


„დღევანდელი ხოცვა-ჟლეტა არის ყველაზე მზარდი ისლამოფობიის და მუსლიმების მარგინალიზაციის პროდუქტი, რაც კი ოდესმე არსებულა“, აცხადებს ავსტრალიის მუსლიმთა ორგანიზაციის პრეზიდენტი დოქტორი რატებ ჯნეიდი. იგი ამბობს, რომ ეს შემხსენებელია მედიისა და პოლიტიკოსებისთვის იმ „საშინელი შედეგების, სადამდეც სიძულვილის და დაყოფის ატმოსფერომ შეიძლება მიგვიყვანოს“.

 

 

ავსტრალიამ გამოაცხადა, რომ ახალ ზელანდიასთან კოორდინაციაშია. ქუინსლენდის პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული არიან და თავიანთ ახალ ზელანდიელ კოლეგებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ.

 


ახალი ზელნადიის პოლიციამ კრაისტჩერჩში სკოლების დახურვის შესახებ გამოცხადების შემდეგ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნა დღის წესრიგიდან არის მოხსნილი.

 


„პოლიციას ახლა შეუძლია დაადასტუროს, რომ მთელ კრაისტჩერჩში სკოლების დახურვის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ჩვენ გვსურს დავამშვიდოთ საზოგადოება, რომ ქალაქში პოლიციის დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს“, აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი