მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მე-11 გამოშვების ცერემონია გაიმართა
15-03-2019, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მე-11 გამოშვების ცერემონია გაიმართა.

 


პირად შემადგენლობას კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

 

 

ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მოსამსახურეებს მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს, კარიერული წინსვლა უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სამხედრო მოსამსახურის განათლების ხარისხზე, ინსტიტუციურ განვითარებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე გაამახვილა: „სწორედ უმცროსი ოფიცრების კვალიფიკაციაზე, პასუხისმგებლობაზეა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება დამოკიდებული. პროგრამები, რომელიც მათ გაიარეს, აბსოლუტურად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან. ჩვენ მომავალში სწორედ მათი და ნატოელი პარტნიორების ძალისხმევით შევძლებთ იმ სტრატეგიული ამოცანის მიღწევას, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით კურსდამთავრებული ქალბატონების როლი აღნიშნა და მიღებული გადაწყვეტილებისთვის ქალ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა: „თქვენ აძლევთ საუკეთესო მაგალითს ქალბატონებს და არა მხოლოდ ქალბატონებს, არამედ, თითოეულ ჩვენგანს. დიდი მადლობა მონდომებისთვის, ჩართულობისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გენდერული თანასწორობა ჯარში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“.

 


მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კურსდამთავრებულებს დიპლომები, კურსის უფროსსა და ინსტრუქტორებს კი კურსის წარმატებით ჩატარებისათვის, მადლობის სიგელები გადასცეს.

 


ქვეითი უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლაში 2018 წლის 10 სექტემბერს დაიწყო. 27 კვირიანი კურსი 49 სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის, 4 ქალბატონმა წარმატებით გაიარა. დღეიდან ყველა კურსდამთავრებული საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში, ქვეითი ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე განაწილდება.

 

 

კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა მსუბუქი ქვეითი ოცეულის ტაქტიკა, სახმელეთო ნავიგაცია შეისწავლეს და მხარდამჭერ და უზრუნველმყოფ ისეთ საგნებს გაეცნენ, როგორიცაა: ლოჯისტიკა, კავშირგაბმულობა, საარტილერიო ცეცხლის გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარება, საინჟინრო მომზადება, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. საერთო საჯარისო ცენტრისა და ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის ისტორიაში პირველად ჩატარდა ქვედანაყოფის ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლით.

 


მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი ერთ-ერთია საერთო საჯარისო ცენტრში, რომელიც ოცეულის მსუბუქი ქვეითი სპეციალობით მეთაურების მომზადებას უზრუნველყოფს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი