ლევან იზორია: „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ თქვენს იმიჯს, თქვენს ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს“
15-03-2019, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„განცხადებები თითქოს ამ დანაშაულმა სისტემური ხასიათი მიიღო, ღიმილის მომგვრელია პირველ რიგში მათთვის, ვინც წლების განმავლობაში აქ მსახურობდა და იციან, რა პრობლემები არსებობდა ჯარში,“- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ წვევამდელებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს.

 


„ჩვენი „კეთილმოსურნეები" ხშირად ამბობენ, თითქოს არის ინსტიტუციური პრობლემები. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჯარის იმიჯს, ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს. რა თქმა უნდა, ყველა სოციუმში და მათ შორის, ჯარში, რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, ხდება სამწუხაროდ, სამართალდარღვევები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამას არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი“,-განაცხადა ლევან იზორიამ.

 


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისეთი ობიექტური შემფასებლები და დამკვირვებლები, როგორიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან, ხედავენ თუ რა დიდი პროგრესი აქვს თავდაცვის უწყებას, ხოლო განცხადება თითქოს ადგილი აქვს ინსტიტუციურ პრობლემებს, პირველ რიგში, ჯარისკაცის შეურაცხყოფაა.

 


„მინდა გამოვთქვა არა მარტო მინისტრის, არამედ, მთლიანად ქართული ჯარის პოზიცია, რადგან ისინი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, ასეთ იმიჯის შემლახველ დამოკიდებულებას ძალიან მგრძნობიარედ და სენსიტიურად აღიქვამენ, რადგან მათ წლების განმავლობაში, საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, რათა თავდაცვის ძალები იყოს ინსტიტუციურად ძლიერი და მსოფლიოში აღიარებული. ეს არ არის არც მათი და არც ჩემი სუბიექტური შეფასება, არამედ, ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს აღიარება, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, გაძლიერებისა და ინსტიტუციური აღმშენებლობის საქმეში. ეს დადასტურდა გუშინ ნატოს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული თუ რა დიდ პროგრესს აღწევს ქვეყანა, უკვე პრაქტიკული იმპლემენტაციის კუთხით და როგორ უახლოვდება საქართველო ნატოს. ასე რომ, განცხადებები თითქოს ეს საამაყო ინსტიტუტი 1990-იან წლებს უბრუნდება, თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან ისინი წარმოადგენენ და ქმნიან ინსტიტუტს, ინტიტუტი კი ემყარება კანონის უზენაესობას, დისციპლინას და სწორედ ამით ვართ აღიარებულები“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

 


თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს გამოძალვის შემთხვევების სტატისტიკაც გააცნო:

 

 

„მე დღეს თქვენ სიმბოლურად გადმოგცემთ სტატისტიკას, სადაც ნახავთ, თუ რა ხდებოდა სწორედ ამ ბრალდებების ავტორების ხელმძღვანელობით ჯარში. თქვენ ნახავთ, სტატისტიკურად, თუ რამდენჯერ ჰქონდა გამოძალვის ფაქტებს ადგილი, სულ რაღაც ახლო წარსულში და არა 1990- იან წლებში“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩატარდა, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი.

 


„ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ერთ ინციდენტთან და ამ ინციდენტის ფარგლებში სხვადასხვა ეპიზოდთან. ერთი ინციდენტის ფარგლებში წვევამდელების ერთგვარ დაპირისპირებაზეა საუბარი, სადაც ორმა წვევამდელმა სხვა წვევამდელებზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა და ასევე, ამ ფიზიკური ზეწოლის შედეგად სურდათ სახელფასო ბარათების მოპოვება. თანაც წვევამდელები, რომლებიც არიან დაკავებულები ამ ინციდენტის შემდეგ, სულ რაღაც ორ დღეში ასრულებდნენ სავალდებულო სამსახურს ჯარში.

 


მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაზარალებულმა, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები,არც ჩვენი სტრუქტურის ფარგლებში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოსთან, არც სამედიცინო პუნქტში, არც მეთაურთან არ უთქვამს, თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანება, მან ეს ახსნა სხვა გარემოებებით. მეტიც, ითხოვა რა მან გათავისუფლება, გავათავისუფლეთ და შემდეგ ოჯახის წევრებს გაუზიარა სიმართლე. როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ, ერთ დღეში ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები და დავადგინეთ რეალურად რაც მოხდა. შესაბამისად, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი. ამ საკითხზე ბევრი სპეკულაცია იყო, კატეგორიულად გამოვრიცხავ ოფიცრების მონაწილეობას“-განაცხადა ლევან იზორიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი