„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა“ - აშშ-ის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი
15-03-2019, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ეს კი დამოკიდებულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის კომპეტენციასა და სტაბილურობაზე“, - ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა დღეს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გააკეთა.

 


ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით საქართველოს პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

 


„სტარტეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას მინდა აღვნიშნო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თუ ჯაველინების მიმართულებით. ხაზგასასმელია საქართველოს შესაძლებლობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. საქართველოს ურთიერთთავსებადობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. მომავალ კვირას საქართველო მასპინძლობს ნატო-საქართველოს სწავლებას, რაც ნამდვილად უჩვეულოა, რომ ნატოს ეგიდით წარმოებული სწავლება ალიანსის არაწევრ ქვეყანაში იმართება.

 


ინსტიტუციონალიზაცია, რაზეც მინისტრმა იზორიამ და გენერალ-მაიორმა ჩაჩიბაიამ დღეს ისაუბრეს, ძალიან მაღალ დონეზეა. ამაზე მეტყველებს საქართველოს თავდაცვის ძალების უპრეცედენტო განვითარებაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ხელმძღვანელობის კომპეტენციისა და სტაბილურობის შედეგია. კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი ჩვენს ქვეყნებს შორის არასდროს ყოფილა,“ აღნიშნა პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი