რაგბიში რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა - 3:10
17-03-2019, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რაგბიში ევროპა 2019 წლის სეზონის ბოლო თამაშის პირველი ნახევარი რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის, რომელიც კრასნოდარში იმართება, „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა.

 


ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გაიტანა და „ბორჯღალოსნებს“ პირველი 3 ქულა მოუტანა.

 


მე-13 წუთზე ნაკრებ გუნდებს შორის პირველი შერკინება დაინიშნა, თუმცა მსაჯმა მალევე მეორე შერკინება დანიშნა და „ბორჯღალოსნები“ დააჯარიმა.

 

 

მე-18 წუთზე მსაჯმა ქართველი მორაგბეების კარიდან 5 მეტრის დაცილებით მესამე შერკინება დანიშნა, თუმცა ქართველმა მორკინალებმა საკმაოდ კარგად იმოქმედეს და მეტოქის დაჯარიმება შეძლეს.

 


ამის შემდეგ რუსები შეტევაზე გადავიდნენ, მორიგი შერკინებაც დაინიშნა, რომელიც ჩავარდა და ხელახლა დანიშნული შერკინება კვლავ მასპინძლების დაჯარიმებით დასრულდა.

 

 

28-ე წუთზე „ბორჯღალოსნებს“რუსების 5-მეტრიან ზონაში მოლის დროს ლელოს დადების შანსი ჰქონდათ, რაც ვერ მოხერხდა.

 

 

31-ე წუთზე კი რუსებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში გათანაბრდა.

 

 

პირველი ნახევრის მიწურულს დანიშნული რამდენიმე შერკინების შედეგად „ბორჯღალოსნებმა“ საჯარიმო ლელოს დადება მოახერხეს.

 

 

საბოლოო ჯამში შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით, ანგარიშით 10:3 დასრულდა. 

 


აღსანიშნავია, რომ თამაშის მიმდინარეობაზე გავლენას ძლიერი წვიმა ახდენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი