თავდაცვის მინისტრმა სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნულ სამუშაო შეხვედრაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა
19-03-2019, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე „განათლებულ სერჟანტთა კორპუსის განვითარება“ გაიმართა.

 


მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სერჟანტთა კორპუსის განათლების აუცილებლობას ხაზი გაუსვა. მისი განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები პრინციპის - მეტი ნატო საქართველოში - კონკრეტული გამოხატულებაა. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და ნატოს შორის კავშირი ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას ემსახურება.

 


სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძეც მიესალმნენ.

 


რიგით მე-3 სამუშაო შეხვედრის მიზანი პარტნიორი ქვეყნებისათვის სერჟანტთა განვითარების ჩარჩო დოკუმენტის გაცნობა, სერჟანტთა საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხის და სერჟანტთა განათლების ინიციატივების ეროვნულ დონეზე განხილვა და მათი ორმხრივ ფორმატში განხორციელებაა.

 

 

სამუშაო შეხვედრას 15 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავარი სერჟანტები, ასევე ნატოს ოპერაციების და ტრანსფორმაციის სარდლობების (Allied Command Operations and Allied Command Transformation) მთავარი სერჟანტები.

 


ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა 2017 წელს ჩატარდა, სადაც სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის პროგრამა განიხილეს. მე-2 სამუშაო შეხვედრა კი, 2018 წელს ჩატარდა. მხარეებმა ნატოს პარტნიორი და წევრი ქვეყნების (PFP) სერჟანტთა განათლება და 21-ე საუკუნის გამოწვევებზე გამართეს დისკუსია.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი