პრეზიდენტ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი „რადიო თავისუფლების“ ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას ითვალისწინებს 2020 ფინანსური წლისთვის
19-03-2019, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის 22-პროცენტიან შემცირებასა და სამი სამსახურის გაუქმებას სთავაზობს.

 


თეთრი სახლის მიერ კონგრესში გაგზავნილი ბიუჯეტის პირველადი პროექტი აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) გვერდზე 18 მარტს გამოქვეყნდა.

 


როგორც „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახური იტყობინება, პროექტის მიხედვით 2020 წელს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუჯეტის 124 მილიონიდან 87 მილიონამდე შემცირებაა შეთავაზებული. ეს შემცირება ითვალისწინებს ბიუჯეტის მკვეთრ შეკვეცას, მათ შორის ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას 2020 ფინანსური წლისთვის. პროექტის მიხედვით ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები.

 


„გასულ წელს რთე/რთ-ს სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ აუდიტორიამ ყოველკვირეულად 34 მილიონ ადამიანს მიაღწია - რაც 30 პროცენტიანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. ეს ადასტურებს, რომ ობიექტური ჟურნალისტიკის მიმართ ინტერესი მზარდია რუსეთში, ირანში, პაკისტანსა და რადიო თავისუფლების ყველა სხვა სამიზნე ქვეყანაში“, აღნიშნა რთე/რთ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დეიზი სინდელარმა.

 


„რადიო თავისუფლება“ 22 ქვეყანაში 26 ენაზე მაუწყებლობს.

 


მთლიანობაში ტრამპის ბიუჯეტის 2020 წლის პროექტი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ფედერალური ბიუჯეტია, 4.7 ტრილიონი ხარჯვითი ნაწილით, რაც თავდაცვისთვის გაწეული ხარჯების 750 მილიარდით გაზრდას ითვალისწინებს. 8.6 მილიარდი აშშ დოლარი აშშ-მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერების აღსამართად არის გათვალისწინებული. ამავე დროს ბიუჯეტი 1.9 მილიარდის შეკვეცას და დანაზოგს ითხოვს სოციალური პროგრამების ხარჯზე.

 


საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს, რომელსაც ხშირად თეთრი სახლის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს.

 


2019 წელს კონგრესმა რთე/რთ-სთვის 124 მილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ 91 მილიონის დამტკიცებას ითხოვდა.

 


„2020 ბიუჯეტის პროექტის კონგრესში გაგზავნა გრძელი პროცესის პირველი ნაბიჯია“ - აღნიშნა სინდელარმა. „რამდენადაც არ უნდა სურდეთ ჩვენს კრიტიკოსებს ზოგიერთი ქვეყნიდან წასული გვიხილონ, ჩვენ მოველით რომ გავაგრძელებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას აშშ-ის მხარდაჭერით“.

 


როდესაც თეთრმა სახლმა ბიუჯეტის კონგრესს შესთავაზა, ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა პროექტი ცალსახად უარყვეს.

 


„ის მტკივნეული და გაუაზრებელი შემცირებები, რომელსაც პრეზიდენტი ითხოვს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, მოკლე გზაა ამერიკის დასასუსტებლად და დასაავადებლად“, განაცხადა სპიკერმა ნენსი პელოსიმ.

 


„რესპუბლიკური პარტიის“ ზოგიერთი წარმომადგენელიც ფრთხილობს. სენატის საბიუჯეტო კომიტეტის „რესპუბლიკელმა“ თავმჯდომარემ მაიკ ენციმ აღნიშნა, რომ ტრამპის პროექტი ფედერალურ საბიუჯეტო პროცესში გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი