დაღუპულია ასეულობით ადამიანი - ციკლონმა „იდაიმ“ „მასობრივი კატასტროფა“ გამოიწვია აფრიკის სამხრეთ ნაწილში - მოზამბიკსა და ზიმბაბვეში
20-03-2019, 10:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ციკლონმა „იდაიმ“ „მასობრივი უბედურება“ გამოიწვია აფრიკის სამხრეთ ნაწილში და მან ასეულობით ათას, თუ არა მილიონობით ადამიანს შეუქმნა პრობლემები, განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.

 


ციკლონის, მისი თანმხლები ძლიერი ქარისა და მასობრივი წყალდიდობების შედეგად მოზამბიკი, ზიმბამბვე და მალავი უკიდურესად დაზრალდა.

 


მოზამბიკის პრეზიდენტმა ფილიპე ნუსიმ მომხდარს „დიდი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა.

 


მან თქვა, რომ შესაძლოა 1 000-ზე მეტი ადამიანი იყოს დაღუპული მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ქვეყანას ციკლონმა გადაუარა. ყველაზე დიდი ზიანი ციკლონმა, რომელსაც 177კმ/სთ სიჩქარის ქარი ახლდა, საპორტო ქალაქ ბეირას მიაყენა.

 


„ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ამინდთან დაკავშირებული უბედურებაა, რაც კი ოდესმე თავს დატყდომია სამხრეთ ჰემისფეროს“, უთხრა BBC-ს გაეროს ამინდის სააგენტოს წარმომადგენელმა ქლეა ნულისმა.

 


გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქრისტიან ლინდმეიერმა განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლოგისტიკური მხარდაჭერა რაც კი შეიძლება რომ მივიღოთ“.

 


მოზამბიკის მთავრობამ განაცხადა, რომ დაღუპულია 84 ადამიანი და 100 000 დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადარჩენილი ბეირას სიახლოვეს.

 

 

 

 


მეზობელი პროვინციის, მანიკას გუბერნატორი მანუელ როდრიგესი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც ჯერ კიდევ უბედურების ზონაში არიან მომწყვდეულნი.

 


„ჩვენ ვიხილეთ ალყაში მოქცეული ადამიანები, რომლებიც დახმარებას ითხოვენ. ისინი თავიანთი სახლების თუთიისგან გადახურული სახურავების თავზე იყვნენ. სხვები წყალდიდობის ზონაში წყლის ქვეშ მოქცეულნი. ჩვენ ბევრი ადამიანი ვნახეთ ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ისინი იქ ორ ან სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არიან საკვების და სუფთა სასმელი წყლის გარეშე“, უთხრა გუბერნატორმა ჟურნალისტებს.

 


ნელსონ მოდა მოზამბიკის საპორტო ქალაქ ბეირაში იმყოფებოდა, როდესაც იქაურობას ციკლონმა გადაუარა. მან საკუთარ თავზე გადახდენილი ამბავი „BBC OS რადიოს“ მოუყვა.

 


„ჩემი ვაჟის დაბადების დღე იყო 14 მარტს და ჩვენ ყველანი სახლში ვიმყოფებოდით. ძლიერი ქარიშხალი დილით დაგვატყდა თავს, მთელი ქალაქი შეაზანზარა და თან მიჰქონდა ხეები და სახლები.

 


ეს ომის მსგავსი რამ იყო. ეს საშინელება იყო. ბავშვები ტიროდნენ და აბაზანაში იმალებოდნენ. მე ვუყურებდი თუ როგორ კვდებოდნენ ადამიანები. სახლი, რომელშიც ვცხოვრობდი განადგურდა.

 


ახლა არიან ბავშვები, რომელთაც არც მამა ჰყავთ, არც დედა და არც სახლ-კარი გააჩნიათ. საკუთარი თვალებით ვიხილე ქალაქი, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, თუ როგორ განადგურდა ჩემს თვალწინ.

 


ბეირაში მოშლილია ყველა ძირითადი მომსახურება და ადამიანებმა არ იციან თუ რას შეჭამენ და სად დაიძინებენ. იმ ღამის შემდეგ მე ვერ შევძელი დაძინება“.

 


ზიმბაბვეში, მთავრობის განცხადებით, დაღუპულია 98 ადამიანი და 200-ზე მეტი დაკარგულად არის გამოცხადებული.

 


პრეზიდენტმა ემერსონ მნანგაგვამ განაცხადა, რომ მთავრობა სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს და უბედურების ზონებში საკვების მიტანას უზრუნველყოფს.

 


გაეროს განცხადებით, მოზამბიკში სულ მცირე 1.7 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა იმ ზონაში, რომელსაც ციკლონმა პირდაპირ გადაუარა, ხოლო მალავიში 920 000 ადამიანი.

 


ზიმბაბვეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ჩიპინგეში სულ მცირე 20 000 სახლია ნაწილობრივ დაზიანებული, ხოლო 600 სრულად განადგურებული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ისინი სურსათ-სანოვაგის ეროვნული რეზერვიდან უსახლკაროდ დარჩენილ და უბედურებაში მყოფ ადამიანებს ბრინჯს და სიმინდს აწვდიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი