ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის, პედრო სერანოს ლექცია არმიჰოლში
20-03-2019, 20:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება. დღეს ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

 


არმიჰოლში შეკრებილ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს პედრო სერანო თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში მკაფიო გზავნილია, როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ ქვეყნაში რეფორმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და სხვა მიმართულებებთან ერთად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

 


პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი არსებულ გამოწვევებთან გამკლავება. მისი განცხადებით, კონვენციურ საფრთხეებთან ერთად ევროკავშირი ჰიბრიდული გამოწვევების დაძლევასაც დიდ მნიშვენლობას ანიჭებს. სერანომ ყურადღება გაამახვილა კიბერსაფრთხეებზე და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში.

 


ლექციის თემა ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებსაც შეეხო. პედრო სერანოს განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აფასებს საქართველოს წვლილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში.

 


პედრო სერანოს ლექციას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


დღესვე, ლექციის წაკითხვამდე პედრო სერანომ და თავდაცვის მინისტრმა არმიჰოლში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრმოლობის მნიშვნელობაზე ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი