ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ დღეს ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა და იმ ინფრასტრუქტურული ობიექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელთა რეაბილიტაცია და მშენებლობა 2019 წელს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა( KFW) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) დაფინანსებით იგეგმება.
დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის ხონის მუნიციპალიტეტში, სამხედრო დასახლებაში არსებული კლუბის შენობა გარემონტდება.
ასევე, იგეგმება ქალაქის #2 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. პროექტის დეტალებს ადგილზე გაეცვნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და იმერეთის მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.