წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მედიის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებლის სერგეი მესხის ხსოვნას
22-03-2019, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული ჟურნალისტიკის დღე წელს განსაკუთრებულად აღინიშნა წყალტუბოში. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ, მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, გაზეთ ,,დროების’’ რედაქტორის სერგეი მესხის ხსოვნას.

 


წყალტუბოს მთავარი ბიბლიოთეკაში მოეწყო შეხვედრა-დიალოგი მედიის წარმომადგენლებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ასრულებდნენ ჟურნალისტის საპატიო მოვალეობას, შეხვედრას გამოცდილ კოლეგებთან ერთად ახალგაზრდა ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.

 

 

შეხვედრის წამყვანმა ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს კულტურის ცენტრის’’ მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ ჩვეული ოსტატობით ისაუბრა ჟურნალისტის დანიშნულებასა და ფუნქციაზე, აღნიშნა, რომ ეს პროფესია მრავალმხრივ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. შემდეგ თავად ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება ესაუბრათ პროფესიული არჩევანისა და განვლილი ცხოვრების გზის შესახებ. ჟურნალისტებმა ირმა მარდალეიშვილმა, ნონა კვერნაძემ, ნათია ღოღელიანმა, სოფიკო ყანჩაველმა, მარინა გოტიაშვილმა, მურთაზ კანკაძემ, გოჩა ძნელაძემ, შორენა შანიძემ და სხვებმა საინტერესოდ გააცნეს საზოგადებოებას თავიანთი ისტორიები და გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

 


წყალტუბოელ ჟურნალისტებს შემოქმედებით წარმატებები უსურვა და სიმბოლურად მისალოცი ბარათები გადასცა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და დემოკრეტიულ ქვეყანაში თავისუფალი მედიის დანიშნულების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება თავიანთ გამოსვლებში საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ნიჟარაძემ, ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბადრი პაპავამ, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეები“-ის თავმჯდომარემ ლატავრა ბენდელიანმა. სამართლობის პრინციპის დაცვისა და მიუკერძოებელი ობიექტური შეფასებების აუცილებლობის საკითხები განიხილეს დაჩი და რამაზ(ბაჩო) იოსელიანებმა.

 


სალონურ შეხვედრაზე გაიხსენეს ცნობილი ჟურნალისტი, პირველი არხის კორესპონდენტი, აფხაზეთის ომის ქრონიკების ავტორი დიანა ციბაძე. ისაუბრეს წყალტუბოში ტელეკომპანია ,,ედელვაისის’’ მაუწყებლობის პერიოდსა და გაზეთ ,,ახალი წყალტუბოს’’ რედაქტორის მურთაზ კანკაძის შრომისმოყვარეობაზე, ცნობილი წყალტუბოელი ჟურნალისტების ვილენ მარდალეიშილს, რეზო ბალანჩივაძისა და ჯემსი კეპულაძის ღირსებებსა და ღვაწლზე.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი