დაიწყო წინადადების მიღება მესტიის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის შესახებ - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 258 024 ლარს შადგენს
22-03-2019, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

2019 წლის 5 მარტს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (NAT190004702) მესტიის მუნიციპალიტეტში შიდა გზების (10 ქუჩა) რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის შესახებ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გახლავთ 3 258 024 (სამი მილიონ ორას ორმოცდათვრამეტი ათას ოცდაოთხი) ლარი. წინადადების მიღება დაიწყება 21 მარტს 00:00 საათზე და დასრულდება 26 მარტს 14:30 საათზე.

 


შესყიდვის ობიექტი გულისხმობს ა. ხერგიანის, ბ. ხერგიანის, ი. გაბლიანის მონაკვეთის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია), მ. გვარლიანის, ნ. ჯაფარიძის და ჯ. ხაფთანის ქუჩების, ე. ფარჯიანის I და II, ბეთლემისა და დ. აღმაშენებლის ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კერძოდ თითოეულ ქუჩაზე საჭიროებებიდან გამომდინარე ასფალტო-ბეტონის საფარის, რკინა-ბეტონის კედლების, გაბიონების საყრდენი კედლების, ღობის საყრდენი კედლებისა თუ რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობას.

 


აღსანიშნავია რომ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პირველი ტენდერი (NAT190000425) აღნიშნული ათი ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა 2019 წლის 11 იანვარს, თანხით 2 910 411 (ორი მილიონ ცხრაას ათი ათას ოთხას თერთმეტი) ლარი, საიდანაც 2 764 881 (ორი მილიონ შვიდას სამოცდაოთხი ათს რვაას ოთხმოცდაერთი) ლარი გახლდათ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2577 განკარგულება) ხოლო თანხის 5% გახლდათ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

 


მოგეხსენებათ რომ 2018 წელს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლდათ დაბა მესტიის შიდა გზების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეისყიდა დაბა მესტიის შიდა გზების (21 ქუჩის) რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (პროექტები) - 244 442 (ორას ორმოცდაოთხი ათას ოთხას ორმოცდაორი) ლარის ღირებულებით.

 


მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დამატებით მოგახსენებთ რომ დაბა მესტიის 21 ქუჩიდან მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პრიორიტეტად, პირველ რიგში განსახორციელებელ პროექტად შეირჩა დაბა მესტიის 5 ქუჩის (ვიტორიო სელას, ჭ. ჩართოლანის, გ. ჯაფარიძის, ზ. ფალიანისა და სენაკის ქუჩები) რეაბილიტაცია. 5 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2018 წლის 12 სექტემბერს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი თანხით - 2 035 131 (ორი მილიონ ოცდათხუთმეტი ათას ას ოცდათერთმეტი) ლარი (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 23 აგვისტოს N1666 განკარგულება + 5% ადგილობრივი ბიუჯეტი). თუმცა ტენდერი არ შედგა. აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გასული წლის ბოლომდე კიდევ სამჯერ იქნა გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი. თუმცა ტენდერი ოთხივეჯერ არ შედგა.

 


გამომდინარე აქედან, თანხა რომელიც დაბა მესტიის 5 ქუჩის რეაბილიტაციის მიზნით იყო გამოყოფილი და 2018 წლის ბიუჯეტში აუთვისებელი დარჩა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ უკან იქნა გათხოვნილი.

 


კვლევის შედეგად, კომპანიების გამოკითხვებმა აჩვენა რომ სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა საკმარისი აღარ გახლავთ და კომპანიებს არ უღირთ ტენდერში მონაწილეობის მიღება, რადგან წლის დასაწყისისთვის არსებული საბაზრო ღირებულებები ნაკლები გახლდათ წლის ბოლოსთვის ბაზარზე არსებულ ფასებზე. გამომდინარე აქედან, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 21 ქუჩის პროექტი გაიგზავნა აუდიტთან რათა ექსპერტიზის მიერ დადგენილიყო არსებული საბაზრო ღირებულებები. ექსპერტიზის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად საჭირო გახდა სახარჯთაღრიცხვო ღირებულებების გაზრდა.

 


სწორედ ახალი ნამატი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით იქნა გამოცხადებული 2019 წლის 5 მარტს მუნიციპალიტეტის მიერ ტენდერი 10 ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.

 


რაც შეეხება პირველი 5 ქუჩის რეაბილიტაციას, მიმდინარეობს დაფინანსების წყაროს მოძიება დღევანდელ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაში ექსპერტიზის მიერ კორექტირებული გაზრდილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებების მიხედვით.

 

 

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი