ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
22-03-2019, 19:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

22 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 


სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განახორციელოს ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება.

 


სხდომაზე ასევე განიხილეს დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, პროექტით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხორციელდება სხვადასხვა სახის ცვლილება: იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები 784,0 ათასი ლარით მუხლიდან „გრანტები, რის საფუძველზეც გაიზარდა ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა და შეადგინა 13238,0 ათასი ლარი.

 


საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ტ. ალექსანდრიამ საკრებულოს წევრებს გააცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ხობის მუნიციპალიტეტის 2016 – 2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. საკითხზე დებატების დასრულების შემდეგ ხობის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების უმოკლეს ვადაში შესრულება, რაზედაც კონტროლს უზრუნველყოფს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა და ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეები, მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეცნობება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

 


დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

 

 

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი