ტუბერკულოზის კვირეულის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის ინიციატივით, ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული დაავადების შესახებ საზოგადოებაში არსებულ სტიგმის, შიშის და დისკრიმინაციის თემაზე ისაუბრა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ასლამაზიშვილმა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.
24 მარტი, ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა და მისი წლევანდელი დევიზია: "მოქმედების დროა!"
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.