მამუკა ბახტაძე იენს სტოლტენბერგთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო
25-03-2019, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

 


მთავრობის მეთაური და ნატოს გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილის პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასგან სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 


მამუკა ბახტაძე და იენს სტოლტენბერგი მრავალეროვნულ ბრიგადასაც ესტუმრნენ, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობითი ბრიფინგი მოისმინეს.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი ასევე შეხვდნენ საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

 


სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში, რომელსაც JTEC-ი 18-29 მარტს მასპინძლობს, 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობს. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი