პენტაგონმა 1 მილიარდი აშშ დოლარი დაამტკიცა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დაპირების - აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების განსახორციელებლად
26-03-2019, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპი დაჟინებით ცდილობს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირების - აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების - შესრულებას და იქიდან გამომდინარე, რომ „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადმა კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მას ამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 5.7 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე უარი უთხრა, მას ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და საკითხის კონგრესის გვერდის ავლით გადაწყვეტა მოუწია, რაც იმას ნიშნავს, რომ კედლის მშენებლობა სამხედრო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

 


პენტაგონმა უკვე დაამტკიცა 1 მილიარდი აშშ დოლარის არმიის ინჟინრებისთვის გადარიცხვის წინადადება, რაც აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ, დაახლოებით 91 კმ-ის სიგრძის ახალი კედლის მშენებლობას ითვალისწინებს.

 


პრეზიდენტი ტრამპი ქვეყნის სამხრეთის საზღვარზე შექმნილ მდგომარეობას „კრიზისს“ უწოდებს და დაჟინებით ირწმუნება, რომ ბარიერი აშშ-ის საზღვრის გადამკვეთი კრიმინალების შესაჩერებლად არის საჭირო.

 


პენტაგონის განცხადებაში წერია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა „ნება დართო აშშ-ის არმიის ინჟინრებს დაიწყონ 1 მილიარდამდე აშშ დოლარის დაგეგმვა და აღსრულება ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტის და საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის მხარდასაჭერად“.

 


განცხადებაში დამოწმებულია ფედერალური კანონი, რომელიც „თავდაცვის დეპარტამენტს უფლებას აძლევს ააშენოს გზები და ღობეები და შეერთებული შტატების საერთაშორისო საზღვრების გასწვრივ ფედერალური კანონის აღმასრულებელი სააგენტოების მხარდაჭერის მიზნით კონტრ-ნარკოტიკული ქმედებების შესაკავებლად დააყენოს განათებები, რათა ნარკო-კონტრაბანდის დერეფნების დაბლოკვა უზრუნველყოს“.

 


თანხა 5 მეტრის სიმაღლის ღობის გარდა გზების გაუმჯობესებას და ახალ განათებებს მოხმარდება.

 

 

„დემოკრატმა“ სენატორებმა დაიჩივლეს, რომ პენტაგონს კონგრესის შესაბამისი კომიტეტების საქმის კურსში ჩაყენებამდე თანხების გადარიცხვის ნებართვა არ აქვს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი