საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონელ გენერალს შეხვდა
26-03-2019, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა სამხედრო სფეროში ურთიერთობის დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მაღალი დონის ვიზიტებით, ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებით, ესტონეთისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობით გამოიხატება.

 


ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მხარის ჩართულობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) მიმდინარე ნატო-საქართველოს სწავლებაში და იმედი გამოთქვა, რომ ესტონელი სამხედროები საქართველოში დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან სწავლებებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

 


თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ურყევი მხარდაჭერისთვის სტუმარს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ესტონელი დამკვირვებლების როლზე გაამახვილა ყურადღება.

 


ესტონელ გენერალთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრი ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციას ნატოს შეკავების პოლიტიკის შესაბამისად განაგრძობს, რაც მიზნად ისახავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი