ალჟირის არმია პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას მმართველობიდან წასვლას დაჟინებით სთხოვს
26-03-2019, 19:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ალჟირში რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის არმიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას მოსთხოვა გამოაცხადოს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეუძლია მართვა.

 

 

„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვიპოვოთ გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, კონსტიტუციის ჩარჩოებში“, განაცხადა სატელევიზიო სიტყვაში გენერალ-ლეიტენანტმა აჰმედ გაედ სალაჰმა.

 

 

პრეზიდენტი უკვე დათანხმდა, რომ მოახლოებულ არჩევნებში მე-5 ვადით აღარ იყრიდა კენჭს, თუმცა არჩევნების პროცესი დაყოვნდა, რის გამოც დემონსტრანტები ბრალს სდებენ მას, რომ ამით იგი თავის 20-წლიან მმართველობას იხანგრძლივებს.

 

 

თავის მიმართვაში, რომელიც „მესამე არხმა“ გადასცა, ალჟირის არმიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „მხოლოდ კონსტიტუციია იმის გარანატია, რომ შენარჩუნდეს სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა“.

 


მან მოუწოდა 102-ე მუხლის გამოყენებისკენ, რომელიც ნებას რთავს ალჟირის საკონსტიტუციო საბჭოს გამოაცხადოს ვაკანტურად პრეზიდენტის თანამდებობა, თუკი ლიდერი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეე უუნაროა, რომ მართოს ქვეყანა.

 

 

პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას 2013 წელს ინსულტი ჰქონდა და მას შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი