საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
27-03-2019, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2017 წლის 30 მაისს თავდაცვის სამინისტროსა და ქალბატონ ეკატერინე ქვლივიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების პირობების თანახმად მივლინების ვადების ჩათვლით სამსახურის ვადა განისაზღვრა 8 წლით.

 

 

აღნიშნულის საფუძველზე ქალბატონი ეკატერინე 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე იმყოფებოდა მივლინებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაციის კაპიტნის საკარიერო მომზადების კურსზე. მხოლოდ ამ კურსზე მისი გადამზადებისთვის დაიხარჯა 49-ა თასი ამერიკული დოლარი, რასაც ემატება ათობით ათასი ლარი საქართველოში წლების განმავლობაში მის გადამზადებაზე დახარჯული სახსრების სახით. ამის მიუხედავად, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ 4 თვეში ქალბატონმა ეკატერინემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა (მოტივის მითითების გარეშე). თავდაცვის სამინისტრომ ქალბატონ ეკატერინეს წერილობით აცნობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან დაადასტურა შესაბამის შეტყობინებაზე ხელმოწერით. („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ქვეპუნქტის შესაბამისად თავდაცვის უწყებამ მოითხოვა კონტრაქტის დარღვევის საფუძველზე კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება.) ამის შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და იგი კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც გააფრთხილებს პირს მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ვალდებულია მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. აქვე აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ეკატერინეს სამსახურის პერიოდში არავითარი წერილობითი პრეტენზიით ხელმძღვანელობისათვის არ მიუმართავს, არც გენდერული დისკრიმინაციისა და არც სხვა რაიმე დარღვევის შესახებ. მან გარკვეული პრეტენზიები თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა, თუმცა არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი და მტკიცებულება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თავდაცვის სამინისტრო როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით და მოუფრთხილდეს საქართველოს მოქალაქეებისა და პარტნიორების მიერ დახარჯულ თითოეულ თეთრს და აღნიშნული თანხა რაციონალურად და ეფექტურად გამოიყენოს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. შესაბამისად, საკონტრაქტო პირობებს, მათ შორის ძვირადღირებულ უცხოური სამხედრო განათლების მიღებას, გააჩნია თავისი ვალდებულებები და თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ დაუშვებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობას.

 


გარდა ამისა, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება გენდერული თანასწორობის განმტკიცება, დისკრიმინაციის, შევიწროვებისა და ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა. რასაც არეგულირებს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია. სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობენ გენდერული მრჩევლები, ხოლო მონიტორინგს უწევს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც არსებობს 2014 წლიდან და რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. ჯგუფს ასევე აქვს საკონსულტაციო ფუნქცია და ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურეს თუ სამოქალაქო პირს შეუძლია დაუკავშირდეს რაიმე საჩივრის, შემთხვევის, შეკითხვის და ა.შ. არსებობის შემთხვევაში. ჯგუფი ანგარიშვალდებულია მინისტრის მოადგილესთან და ჯგუფის ხელმძღვანელს ამ და სხვა ნებისმიერი მნიშნელოვანი საკითხის განხილვა შეუძლია მასთან ყოველდღიურ რეჟიმში. ამასთანავე მოქმედებს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი, დაკავშირება შესაძლებელია, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან/და შესაბამისი ყუთების საშუალებით, სადაც შესაძლებელია წერილის მოთავსება ანონიმურობის დაცვით.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი