ლევან იზორია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
27-03-2019, 16:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ორდღიან ვიზიტად ნატოს სამხედრო კომიტეტი ავიაციის მთავარი მარშალის სერ სტიუარტ პიჩის თავმჯდომარეობით ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესმა სამხედრო პირმა ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო.

 

 

როგორც საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ აღნიშნა, ნატო-საქართველოს სწავლების ფარგლებში სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ალიანსსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში მტკიცე თანამშრომლობის დემონსტრირებაა. მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ძალისხმევა სტრატეგიული მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანებს ეფუძნება და მიზნად ისახავს ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდასა და ნატოში გაწევრიანებისთვის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფას.

 

 

ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ ნატოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვან პრაქტიკულ მექამიზმს გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად ჩამოყალიბდა.

 

 

დღესვე სასტუმრო „ბილტმორში“ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. ვიზიტის მეორე დღეს კი, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP). ვიზიტი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასრულდება, სადაც ალიანსის სამხედრო წარმომადგენლები ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას დააკვირდებიან.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი