მამუკა ბახტაძე: ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი
28-03-2019, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქისა და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ დაწყებულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

პრემიერის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტურიზმის სექტორში ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია ხორციელდება.

 

 

მთავრობის მეთაურმა ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს" ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის უნიკალური შენობის რესტავრაციისთვის, რომელიც გუშინ საპრემიერო სპექტაკლით ოფიციალურად გაიხსნა.

 

 

„ჩვენ ბათუმში გავხსენით ახლად რეაბილიტირებული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ეს არის მართლაც უნიკალური და ულამაზესი შენობა და სიამაყე ყველა ქართველისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს" ამ საჩუქრისთვის. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ახალი მულტიფუნქციური თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტკომპლექსი, რომელიც ზაფხულში დასრულდება და რამდენიმე თვეში გავხსნით. ეს იქნება პირველი მსგავსი დატვირთვის მქონე სპორტული კომპლექსი აჭარაში და მსგავსი კომპლექსების მშენებლობას ყველა რეგიონში დავიწყებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, გავეცანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელსაც 6 აპრილს უნდა ვუმასპინძლოთ. ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ უმაღლეს საერთაშორისო ტურნირს ძალიან მაღალ დონეზე უმასპინძლოს", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი