ხუან გუაიდოს მარჯვენა ხელი დაპატიმრებულია, თავად ვენესუელას ოპოზიციის ლიდერს კი მაქსიმალური ვადით, 15 წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება
29-03-2019, 08:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საჯარო სამსახურში შემდგომი თანამდებობის დაკავების უფლება 15 წლით აეკრძალება - მაქსიმალური ვადით, რის საშუალებასაც კანონი იძლევა - განაცხადა სახელმწიფო საფინანსო კონტროლიორმა.

 


რევიზორმა ელვის ამოროსომ აღნიშნა, რომ გუაიდოს პერსონალური საფინანსო მონაცემები შეუსაბამობებს შეიცავდა.

 


როგორც BBC კარაკასიდან იუწყება, გუაიდოსთვის საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების აკრძალვა ძალაში შევა იმ შემთხვევაში, თუკი ის გადაწყვეტს მას შემდეგაც იყაროს კენჭი, როცა მისი ამჟამინდელი თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეროვნულ ასამბლეაში ამოიწურება.

 

 

ეროვნული ასამბლეის სპიკერმა გუაიდომ, რომელმაც საკუთარი თავი 24 იანვარს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და იგი 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა ცნო ქვეყნის ლიდერად, ამოროსოს მიერ გამოცხადებული ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ იგი „გენერალური აუდიტორი“ არ არის.

 


გასულ კვირას გუაიდოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, 49 წლის რობერტო მარერო (მაღლა ფოტოზე, მარცხნივ) „საბოტაჟის ქმედებების“ დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს.

 


ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრმა ნესტორ რევეროლმა განაცხადა, რომ სპეცსამსახურების მიერ მისი სახლის რეიდისას „იარაღი და უცხოური ვალუტაა“ ნაპოვნი.

 


გუაიდომ თქვა, რომ უსაფრთხოების ძალებმა „არალეგალური და არაკონსტიტუციური“ ქმედება ჩაიდინეს და დაამატა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ იარაღი, რომელიც თითქოსდა მარეროს სახლში იპოვეს, იქ მიტანილი არის.

 


მარეროს დაპატიმრებამ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ლათინური ამერიკის სახელმწიფოები მის დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი