ონში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
29-03-2019, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა სოფლების - კვაშხიეთის, ღარის, ბარის და სორის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 


შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე ესწრებოდნენ.

 


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გეგმავს ონის მუნიციპალიტეტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას.

 


პროექტის ფარგლებში მოხდება სადემოსტრაციო ნაკვეთების მოწყობა და ადგილობრივი თემის განვითარების პროექტის შემუშავება, ასევე სოფლის განვითარების ხელშემწყობი სხვადასხვა პროექტების დაფინანსება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად.

 


აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თემის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რაც თემის შერჩევის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმია. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება პროცესებში იძულებით გადაადგილებული პირების, მარტოხელა მშობლების, მრავალწევრიანი საოჯახო მეურნეობის, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირების, მარტოხელა მოხუცების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, მარჩენალი პირების (რომლებზეც დამოკიდებულები არიან ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები და სსმ-სპეციალური საჭიროებების მქონე პირები), აქტიურ ჩართულობას. უახლოეს მომავალში იგეგმება მაშტაბური საინფორმაციო შეხვედრა.

 

 

ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი