ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ანი მოსოიანის, მერიის კულტურის სამსახურის უფროის ჟორა სნხჩიანისა და მისი თანამშრომლების ინიციატივითა და ორგანიზებით, ნინოწმნდის ,,რაფაელ - ჯავახქ’’ სასწავლო-კულტურულ ცენტრში ტრადიციად ქცეული ყოველწლიური „სომხური ქადის“ ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში 27 ქალბატონი მონაწილეობდა.
ფესტივალი ცენტრის - „წაღკაზარდ“ და „არავოტ ლუსო“ ანსამბლების საზეიმო გამოსვლებით დაიწყო.
ფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა: პირველი ადგილი - ა.ბუდაღიანს, მეორე ადგილი - ლ. ღარსლიანს და ა. მოსოიანს, მესამე - პ. კირაკოსიანს, ა. ჩობანიანს და რ. ბდოიანს.
ფესტივალის გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას სასულიერო პირი ტერ-არმაშ პოღოსიანიც ესწრებოდა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.