თავდაცვის მინისტრი აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალს, ჯეიმს ფოგოს შეხვდა
29-03-2019, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურს, ადმირალ ჯეიმს ფოგოს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შეხვდა. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებში საზღვაო კომპონენტის დამატებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სწავლებებზე.

 


შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მაღალი რანგის წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი და თავდაცვის ატაშე ესწრებოდნენ.

 

 

შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და ჯეიმს ფოგომ მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ლევან იზორიას განცხადებით, ადმირალ ჯეიმს ფოგოს ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც საქართველოს, როგორც ნატოს ფორმატში, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააჩნია.

 

 

„ჩვენ გვქონდა კარგი შესაძლებლობა შეგვეფასებინა ჩვენი თანამშრომლობის დინამიკა, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია. ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა, როგორიც დღეს გვაქვს, ორ ქვეყანას არასდროს ჰქონია. ამას მოწმობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელება. მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ექნება აშშ-სთან ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სწავლება - „მტკიცე სული“, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ“, განაცხადა მან.

 

 

ადმირალ ჯეიმს ფოგოს განცხადებით, მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, გაიზარდა საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადების დონე და ურთიერთთავსებადობა ალიანსთან. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის საქართველო განსაკუთრებული პარტნიორია.

 

 

„მრავალი წელია საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ნატოს ძალების მხარდამხარ იბრძვიან. საქართველო ნატოს რეაგირების ძალებშიც მონაწილეობს და ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია", განაცხადა ამერიკელმა ადმირალმა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი