„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ დასრულდა
29-03-2019, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ნატოს სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ტომსონი და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგი დაესწრნენ.

 

 

სიტყვით მიმართვისას თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ სწავლება წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი იყო.

 

 

„სწავლების ეფექტურად ჩატარებისთვის თითოეულმა ჩვენთაგანმა ბეჯითად ვიმუშავეთ. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წვრთნებმა თავის მიზნებს მიაღწია, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატოს წევრ და პარტიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას გულისხმობდა,“ - განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.

 

 

ნატოს სახმელეთო ძალების მეთაურმა სწავლების მონაწილეებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა და ქართველ სამხედროებს გაწეული ძალისხმევისა და გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. „სწავლების წარმატებით დასრულება ჩვენ უფრო ძლიერებად გვაქცევს. ისტორია კი გვასწავლის, რომ სიძლიერე წარმოადგენს აგრესიის მთავარ შემაკავებელ ფაქტორს", განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ჯონ ტომსონმა.

 

 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დახურვის ცერემონიის დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სწავლების მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და ნატოს სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯონ ტომსონმა სერტიფიკატები გადასცეს.

 

 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით JTEC-ში გაიმართა და მასში 350 სამხედრო და სამოქალაქო პირმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობდა.

 


სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლების დროს ასევე განხორციელდა ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველი მიდგომის გამოცდა. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC) და გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი).

 

 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდა - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს გაიმართა.

 

 

პირველად მოხდა ისტორიაში ასევე, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები JTEC-თან ერთად ხელმძღვანელობდა. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) უწევდა.

 

 

წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ წინა სწავლებაში 15 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი