უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ ლიდერს, პეტრო პოროშენკოს გასაკვირ მეტოქეობას კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი უწევს
31-03-2019, 09:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება და ქვეყნის მოქმედ ლიდერს, პეტრო პოროშენკოს, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს გასაკვირ მეტოქეობას კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი უწევს.

 


ორივე კანდიდატმა, ისევე როგორც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ საარჩევნო კამპანიისას პრო-დასავლური შეხედულებები გამოხატა და არც ერთი პრო-რუსული კანდიდატი არ არის ისეთი, რომელსაც სერიოზული წარმატების მოპოვების შესაძლებლობა შეიძლება გააჩნდეს.

 


თუკი დღევანდელ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს 50%-ზე მეტი ხმის მოგროვებას, 21 აპრილს პირველ და მეორე ადგილებზე გასული კანდიდატები შეებრძოლებიან ერთმანეთს.

 


საარჩევნო ბიულეტენში სულ 39 კანდიდატია ჩაწერილია, მაგრამ მხოლოდ სამ მთავარ კანდიდატს აქვს გამარჯვების შანსი.

 


ვინ არიან მთავარი კანდიდატები?

 


სოციოლოგიური გამოკითხვებით პირველ ადგილზე მყოფი 41 წლის ვლადიმერ ზელენსკი, სატირული სატელევიზიო შოუს წამყვანი, უფრო ახალგაზრდა ამომრჩეველთა მოზიდვას ცდილობს და საარჩევნო კამპანიისას მან ფართოდ გამოიყენა სოციალური მედია. იგი მოქალაქეებს კორუფციის დამარცხებას ჰპირდება.

 


53 წლის პეტრო პოროშენკო კონსერვატორი უკრაინელების მიმხრობას ცდილობს და მისი სლოგანია „არმია, ენა სარწმუნოება“.

 


პოროშენკოს პრეზიდენტობისას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, მათ შორი უკრაინელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია - უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის კონტროლს დააღწია თავი და დამოუკიდებელი გახდა.

 


თუმცა მისი საარჩევნო კამპანიისას კორუფციის ბრალდებებმა იფეთქა, მათ შორის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თავდაცვის სფეროში შესყიდვების კანონიერება.

 


მესამე კანდიდატი, 58 წლის იულია ტიმოშენკო ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე მსახურობდა და კენჭს იყრიდა 2010 წლის და 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან წამყვანი როლი ითამაშა 2004 წლის „ნარინჯისფერ რევოლუციაში“.

 


პრო-რუს კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე მყოფი იური ბოიკო კი აცხადებს, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობების „ნორმალიზებას“ მოახდენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი