ფილიპე ბაბაიანი და არტურ ოგანეზოვი პოლიციელებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ
29-07-2015, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული ფილიპე ბაბაიანი და არტურ ოგანეზოვი პოლიციელებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ,- ამის შესახებ ბრალდებულმა ფილიპე ბაბაიანმა, არტურ ოგანეზოვის მამამ – ვლადიმერ ოგანეზოვმა და ადვოკატმა ლექსო კობაიძემ ისაუბრეს.


როგორც ადვოკატმა განმარტა, პროკურატურამ სათვალთვალო კამერებიდან ის მასალები, რომლებიც ბაბაიანისა და ოგანეზოვის უდანაშაულობას ამტკიცებს, საქმეში არ ჩადო. გარდა ამისა, კობაიძის განმარტებით, საქმეში ფიგურირებენ მოწმეები, რომლებიც არსობრივად ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ.


„მოსამართლე დალი მეტრეველმა 2 დღის წინ ფილიპე ბაბაიანი და არტურ ოგანეზოვი სასამართლოს სხდომიდან გაათავისუფლა, მსჯავრდებულებს აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. ეს არის ფილიპე ბაბაიანისა და არტურ ოგანეზოვის საქმე, რომლის მიხედვითაც ოგანეზოვსა და ბაბიანს ბრალი 353-ე მუხლით წარედგინათ, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ და ბაბაიანისა და ოგანეზოვის უდანაშაულობა დავამტკიცოთ. ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროები და პროკურატურა. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ამ საქმეში ვხედავთ მოწმეებს, რომლებიც არსობრივად ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ, თუმცა არც პროკურატურა და არც შსს ამაზე არ რეაგირებენ. უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომელიც პროკურატურამ პროცესზე არ წარმოადგინა, მათ შორის იმ კამერებისგან გადაღებული მასალა, რომელზეც უშუალოდ შემთხვევის ადგილია გადაღებული. ვეცდებით, შევკრიბოთ ის მოწმეები, ვინც დაინახა ყველაფერი, ჩვენს უდანაშაულობას აუცილებლად დავამტკიცებთ“,- განაცხადა ლექსო კაბაიძემ.


ბრალდებულმა ფილიპე ბაბაიანმა „კვირას“ პრესკლუბში იმ ძალადობის შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, მისი და ოგანეზოვის მიმართ განხორციელდა. ბაბაიანის თქმით, ის მზად არის, მათ ცემაში მონაწილე ადამიანები ამოიცნოს.


„არსებობს უამრავი კადრი, რომელიც ჩვენს უდანაშაულობას ადასტურებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმართლე დავამტკიცოთ. ეს იყო შემთხვევითობა, რომელიც მოგვიანებით სადისტურ ქმედებებში გადაიზარდა. 4 საათის განმავლობაში ჩვენს მიმართ ხორციელდებოდა ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, აპელირებდნენ ეროვნებაზე, გვაფურთხებდნენ. მე შემიძლია რამდენიმე მათგანი ამოვიცნო“,- აღნიშნა ბაბაინმა. დაკავებულებზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ისაუბრა ასევე არტურ ოგანეზოვის მამამ, ვლადიმერ ოგანეზოვმა . მისი თქმით, ოპერის უკან გრიშაშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციაში მისი შვილი არტურ ოგანეზოვი და ფილიპე ბაბაინი სასტიკად სცემეს.


„მას შემდეგ, რაც ისინი სცემეს, ეზოში, სადაც მათ ადვოკატი და მშობლები ველოდებოდით, ჩამოიყვანეს და სპეციალურად გვაჩვენეს, რომ ჩვენ გამოვეწვიეთ და პოლიციელებისთვის დაგვერტყა, მაგრამ ჩვენ პროვოკაციაზე არ წამოვეგეთ. ორივე მათგანი ისე იყო ნაცემი, ბავშვები ძლივს ვიცანით“,- აღნიშნა ოგანეზოვმა.


შეგახსენებთ, რომ ფილიპე ბაბაიანი და არტურ ოგანეზოვი 4 აპრილს, ევროპის მოედანზე, კლუბ “ნაინთან” დააკავეს. ბრალდებულები პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ, როგორც ევროპის მოედანზე, ასევე ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში. ოგანეზოვი და ბაბაიანი 4 აპრილს დაკავების შემდეგ ბრალდებულები არიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ბრალდებულების ინფორმაციით, კამათი დაიწყო კლუბში, სადაც მათ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელმა ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახა და მათ მიმართ ანგარიშსწორების ბრძანება გასცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი