თურქეთის ადგილობრივ არჩევნებზე პრეზიდენტ ერდოღანის პარტიამ დედაქალაქი ანკარა წააგო, სტამბოლში კი ორივე, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტია ამტკიცებს, რომ გამარჯვება თავად მოიპოვა
01-04-2019, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე ანკარაში კონტროლი დაკარგა, რაც მისი ხელისუფლებაში 16-წლიანი ყოფნის წარუმატებლობად იქნა აღქმული.

 


მაგრამ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, სტამბოლში ორივემ, ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ და ოპოზიციამაც განაცხადა, რომ უმრავლესობა თავად მოიპოვა.

 


მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, პრეზიდენტის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ლიდერობით შექმნილმა ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 51%-ზე მეტი მიიღო.

 


„თუკი რაიმე ნაკლოვანებებია, ჩვენი ვალია გამოვასწოროთ ის“, განაცხადა პრეზიდენტმა.

 


აღნიშნული არჩევნები ფართოდ იყო მიჩნეული, როგორც რეფერენდუმი ერდოღანის ხელმძღვანელობის.

 


მერების და მუნიციპალური საბჭოების არჩევნებზე 57 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული.

 


თურქეთის მედიის ცნობით, ანკარაში „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ სეკულარისტმა კანდიდატმა, მანსურ იავასმა აშკარა გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სტამბოლში ორივე პარტია, როგორც „რესპუბლიკური სახალხო პარტია“, ისე პრეზიდენტის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ამტკიცებს, რომ მერის არჩევნებში გამარჯვება მცირე უპირატესობით თავად აქვს მოპოვებული.

 


„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა, ეკრემ იმამოღლუმ განაცხადა, რომ მან თითქმის 28 000 ხმით მოიპოვა გამარჯვება, მაშინ როცა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ 4 000 ხმით არის წინ. ორივე კანდიდატმა, ცალ-ცალკე 4 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.

 


„რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ასევე განაცხადა, რომ მან გამარჯვება მოიპოვა იზმირში, თურქეთის მესამე ყველაზე დიდ ქალაქში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი