საქართველოს სერჟანტთა აკადემიის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა
01-04-2019, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სერჟანტთა აკადემიის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა. აკადემიის დღე კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო.

 

 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და დაღუპული გმირებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგების შემდეგ, სერჟანტებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიმართეს. მათ თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში სერჟანტების განსაკუთრებულ როლზე, სერჟანტთა ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამხედრო მოსამსახურეებს მხარდაჭერა აღუთქვეს.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, საამაყოა ის გზა, რაც საქართველოს სერჟანტთა კორპუსმა გაიარა და დღეს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებული სერჟანტთა ინსტიტუტი გვაქვს.

 


საქართველოში სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარების ეტაპები სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემაც გაიხსენა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. სამ წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის მინისტრმა გადასცა. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისათვის სერჟანტთა აკადემიის 8 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის ძალების მეთაურის ,,მადლობა“, 33 სამხედრო მოსამსახურეს კი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის ,,მადლობა“ გამოეცხადა.

 


ღონისძიება საზეიმო მიღებით დასრულდა.

 

 

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი