20-წლიანი მმართველობის შემდეგ ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა თანამდებობიდან გადადგა
03-04-2019, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამდენიმეკვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ალჟირის პრეზიდენტმა აბდელაზიზ ბუტეფლიკამ თანამდებობა დატოვა. მისი პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში ათასობით ადამიანი გამოვიდა დედაქალაქის ქუჩებში და ზეიმი გამართა. მოქალაქეებმა ავტომანქანების გაბმული სიგნალებით გამოხატეს პრეზიდენტის გადადგომის შედეგად შექმნილი საზეიმო განწყობა. ხალხი ალჟირის ეროვნულ დროშას აფრიალებდა ქუჩებში და მღეროდა.

 


ერთ-ერთმა მამაკაცმა, სელმაოუი სედიკმა „როიტერსს“ უთხრა: „ღმერთის ნება-სურვილით ჩვენ ძალაუფლების 100%-ით დემოკრატიული გადაცემა გვექნება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ჩამოვაცილოთ მთელი წინა რეჟიმი და ეს უძნელესი რამაა“.

 


აბდელაზიზ ბუტეფლიკას, რომელიც 20 წელი მართავდა ქვეყანას, 2013 წელს ინსულტი ჰქონდა და მას შემდეგ იგი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა.

 

პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას 2013 წელს ინსულტი ჰქონდა და მას შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი