ლევან იზორია: „ნატოსთან ურთიერთობის 27-წლიანი ურთიერთობის ფარგლებში, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი დინამიური, პოზიტიური და მასშტაბური, როგორიც დღეს არის“
04-04-2019, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა ნატოში ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყების მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრით დაიწყო:

 


„დღეს 4 აპრილია - ნატოს დაარსებიდან 70 წლისთავი და განსაკუთრებით დღეს, სიმბოლურად, თქვენთან ანგარიში მინდა, სწორედ, იმ პროგრესით დავიწყო, რომელიც საქართველოს, ნატოს მიერ ერთ-ერთ ყველაზე სანდოდ აღიარებულ პარტნიორს აქვს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ხელისუფლებისთვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი არის, სწორედ, ნატოში ინტეგრაცია და მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ნატოსთან ურთიერთობის 27-წლიანი ურთიერთობის ფარგლებში, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი დინამიკური, პოზიტიური და მასშტაბური, როგორიც დღეს არის.“

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, ამის ნათელი დადასტურებაა გასულ კვირას დასრულებული უპრეცედენტო „ნატო-საქართველოს სწავლება 2019.“

 

 

„პირველად საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დაეკისრა პასუხისმგებლობა აღნიშნული წვრთნების როგორც დაგეგმვის, ისე აღსრულების ნაწილში აიღოს სრული პასუხისმგებლობა და ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ალიანსის წინაშე ღირსეულად შევასრულეთ,“ აღნიშნა მან.

 

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში „ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის“ განვითარების კუთხით უპრეცედენტო დინამიკაა და ეს არის ერთ-ერთი ამბიციური ინიციატივა, რომლის ფარგლებში „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ განხორციელდა.

 

 

მან ყურადღება ნატოს გენერალური მდივნისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა:

 

 

„მინდა ბატონი სტოლტენბერგის სიტყვები გავიმეორო, რომ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები არის ძალიან შთამბეჭდავი და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც მაქსიმალურად კიდევ უფრო განვავითარებთ და ეს გვაძლევს მტკიცე რწმენას, მოტივაციას და საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ ახლო მომავალში გავხდებით ნატოს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამ აღიარების საფუძველი კი არის ის, რომ ჩვენი რეფორმები არის აბსოლუტურ თანხვედრაში ნატოს მიერ გაჟღერებულ თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკასთან“.

 


ლევან იზორიამ ნატოსთან თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიაა „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი”( SNGP) და აღნიშნა, რომ SNGP კონფერენციაზე საქართველო დასახელდა, როგორც სამაგალითო და სამოდელო ქვეყანა, ნატოს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი ნატოს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშებშიც სათანადოდ აისახა.

 

 

მინისტრმა ნატოს გადაწყვეტილებაც გააჟღერა, რომ 2020 წელს „ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი“ თავის ოპერაციულ ფუნქციებს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ფარგლებში განახორციელებს:

 

 

„ნატო მუდმივ საწყისებზე განსაზღვრავს 5 პოზიციას, სადაც ნატოს წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი.

 

 

ეს არის იმ კონკრეტული პრინციპის განხორციელება, რასაც ჰქვია მეტი ნატო საქართველოში და საქართველო უფრო მეტად ნატოში.

 


ლევან იზორიამ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება:

 

 

„წლების განმავლობაში ჩვენი კონტრიბუციით, განსაკუთრებით საერთაშორისო მისიების ფარგლებში, მთელ ცივილიზებულ სამყაროს დავუმტკიცეთ, რომ ვართ ერთგულები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განხორციელების საქმეში, ისე სამხედრო თვალსაზრისით - მისიებში მონაწილეობის კუთხით. განსაკუთრებით აღვნიშნავ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ჩვენს ნატოს მიმართ გაჟღერებული პოზიციების ერთგულებას, რომ ვრჩებით ბოლომდე, სანამ ალიანსი იქ იმყოფება. ჩვენ ვაქტიურობთ ნატოს საპასუხო ძალების ფარგლებშიც“.

 

 

მინისტრმა ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტზეც ისაუბრა, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცება და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ მიმართულებითაც პროგრესი აქვს:

 

 

„ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ეს უსაფრთხოება უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნატოსთან ერთად, შავი ზღვის რეგიონში“.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი