თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის უწყება მაქსიმუმს აკეთებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
04-04-2019, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში, მოხსენებით წარსდგა დეპუტატების წინაშე, სადაც თავდაცის უწყების მიერ განხოციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

 

 

სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა განაცხადა, თავდაცვის უწყება, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების გზაზე:

 

 

„ჩვენ ვართ ჩართული ყველა სტრატეგიულ დიალოგში. ღირსეულად ვასრულებთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ფარგლებში, ასევე დღის წესრიგით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ჩვენ 2 კვირის წინ გვყავდა უმაღლესი დონის სტუმარი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციას, მათ შორის, ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების საქმეში. ეს პირველ რიგში არის ჩვენი, მათ შორის სამხედრო კონტრიბუცია, როგორც ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვართ ერთი ოცეულით წარმოდგენილი, ასევე მალიში“.

 

 

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დასახულ გეგმებზეც ისაუბრა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველომ, როგორც ევროკავშირის პარტნიორმა ქვეყანამ, შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრული სხვადასხვა სტრუქტურული თანამშრომლობის ინიციატივის ფარგლებში.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი