ლევან იზორია: ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავარი მოკავშირე შეერთებული შტატებია
04-04-2019, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინა. საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებია.

 

 

თავდაცვის მინისტრმა იმ უპრეცედენტო დინამიკაზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის სფეროში აშშ-თან არსებობს.

 

 

„2016 წლის 6 დეკემბერს ხელი მოვაწერეთ ჩარჩო ხელშეკრულებას და საქართველოს ისტორიაში პირველად განისაზღვრა გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმა 3 წლის ფარგლებში. მინდა სიამაყით გითხრათ, რომ ჩვენ 2019 წელს გეგმით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტები წარჩინებით შევასრულეთ და ვემზადებით გრძელვადიანი მეორე ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც წელს აუცილებლად შედგება,“ აღნიშნა ლევან იზორიამ.

 


ლევან იზორიას განცხადებით, შეერთებული შტატებისგან საქართველოს მიმართ უპრეცედენტოდ არის გაზრდილი სამხედრო საგარეო დაფინანსება. „თუ 5 წლის წინ აშშ-ის ფინანსური დახმარება 12 მილიონი ლარი იყო, ის დღეს 41 მილიონ ლარს შეადგენს და ეს იქნება მზარდი დინამიკა. ჩვენ, სწორედ, ამ ერთობლივი პოლიტიკით დავიწყეთ ყველაზე ამბიციური საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც 2 მნიშვნელოვან - წვრთნების კომპონენტსა და შემდეგ მიღწეულის ინსტიტუციური შენარჩუნების ასპექტს მოიცავს. მინდა მოგახსენოთ, რომ 8 აპრილს მესამე ქვეითი ბატალიონი წარმატებით დაასრულებს აღნიშნულ პროგრამას. მიმდინარე წელს კიდევ ორი ქვეითი ბატალიონი გაივლის აღნიშნული პროგრამით მომზადებას და მომავალში სხვა ქვეითი ბატალიონებიც სრულყოფილად იქნებიან ჩართული მასში.“

 

 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ პროგრამის დაწყებას წინ უძღოდა 15-თვიანი შრომატევადი საქმიანობა, რა დროსაც გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული პირობები სრულად შესრულდა. „ერთ-ერთი ასეთი პირობა რეგიონისთვის უპრეცედენტო, ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნა იყო. მინდა ასევე განვაცხადო, რომ ყველა ზემოთაღნიშნული ბატალიონი აღვჭურვეთ მსუბუქი, ნატოს სტანდარტების შეიარაღებით“.

 

 

საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა. „მინდა დღეს, ამ მაღალი ტრიბუნიდან გითხრათ, რომ ჯაველინების სისტემა უკვე სრულად შევისყიდეთ და ის საქართველოშია. ასევე აშშ-დან გამოყოფილი თანხებით მოხდება შვეულმფრენების რემონტი და მათი მოდერნიზება“.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი