კობა გვენეტაძე: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხშირად ამბობენ, რომ თითქოს ბანკი წაართვეს - ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მათი წილები არის უცვლელი
05-04-2019, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში თიბისი ბანკის საქმეზე ისაუბრა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ერთ-ერთი შეხვედრისას თავად უთხრა, რომ სებ-ს უნდა შეესწავლა ფაქტები და ეროვნული ბანკი „გამოვლენილ დარღვევებზე თვალს ვერ დახუჭავდა".

 


„ეროვნული ბანკის დადანაშაულება და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით არანორმალური პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხშირად ამბობენ, რომ თითქოს ბანკი წაართვეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მათი წილები არის უცვლელი....

 

 

ჩემთვის საკმაოდ უჩვეულოა მსგავს საკითხებზე საჯაროდ საუბარი, ვინაიდან ვსაუბრობ ზედამხედველობის ერთი კონკრეტული სუბიექტის მიმართ გატარებულ საზედამხედველო ღონისძიებებზე, რომელთა გატარებასაც კანონი და მანდატი გვავალდებულებს და რომლის მსგავსი, შინაარსობრივადაც და ტექნიკურადაც ადრეც განუხორციელებია. დღესაც ვთვლი, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოყენებული კონკრეტული საზედამხედველო ღონისძიებების პარლამენტის ტრიბუნიდან განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

 

 

მსგავსი შემთხვევა რეგულატორებისთვის რიგითი, კლასიკური საზედამხედველო შემთხვევაა, მაგრამ ეს შემთხვევა საზოგადოებისთვის ცნობილ და ამავდროულად მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს ეხებოდა. ამიტომ ნამდვილად მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა, მაგრამ ეს გარემოება არ გვაძლევდა უფლებას, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა სერიოზულ დარღვევებზე. დაფიქსირებულ ფაქტებზე თვალის დახუჭვა იქნებოდა ეროვნული ბანკის მანდატის შეუსრულებლობა, რაც შეარყევდა ნდობას როგორც ჩვენი, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედეთ დამოუკიდებლად და ცივი გონებით, გავაკეთეთ ის, რაც აუცილებელია საფინანსო სექტორის განვითარებისთვის, რაც ყველა პარამეტრით იყო სწორი და არა ის, რაც პოპულარული იქნებოდა“, განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი