30-წლიანი მმართველობის შემდეგ, სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ჩამოაგდეს და დააპატიმრეს
11-04-2019, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხელისუფლების სათავეში თითქმის 30-წლიანი ყოფნის შემდეგ, სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ჩამოაგდეს და დააპატიმრეს, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

 


სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ავად იბნ ოუფმა თქვა, რომ სუდანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 


პროტესტი ბაშირის წინააღმდეგ, რომელიც სუდანს 1989 წლის შემდეგ მართავდა, რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

 


„მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვაცხადებ რეჟიმის დამხობას და მისი მეთაურის დატყვევებას უსაფრთხო ადგილას“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 


უცნობია თუ სად არის დაპატიმრებული ბაშირი.

 


იბნ ოუფმა განაცხადა, რომ ქვეყანა „ცუდი მენეჯმენტისაგან, კორუფციისა და სამართლიანობის არქონისგან“ იტანჯებოდა და მან ბოდიში მოიხადა „მომხდარი მკვლელობებისა და ძალადობის გამო“.

 


მან აღნიშნა, რომ სუდანის კონსტიტუცია შეჩერებულია, სასაზღვრო-გამშვები პუნქტები დახურულია შემდგომი განცხადების გავრცელებამდე და ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია 24 საათის განმავლობაში.

 


აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე ქვეყნის დედქალაქ ხართუმში ხალხმა არმიის შტაბ-ბინის გარეთ ზეიმი გამართა. ისინი ჯარისკაცებს ეხუტებოდნენ და მძიმე ჯავშან-ტექნიკის სატრანსპორტო საშუალებების თავზე ძვრებოდნენ.

 


სუდანის სპეცსამსახურებმა განაცხადა, რომ ის ყველა პოლიტიკურ პატიმარს გაათავისუფლებს.

 


ბაშირის დაპატიმრებაზე სანქცია საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს ჰქონდა გაცემული და მას სუდანის დასავლეთ დარფურის რეგიონში ომის დანაშაულებების ორგანიზებასა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი