„ჰომოსექსუალებს ჯოჯოხეთი გელოდებათ“ - ავსტრალიელი მორაგბის, იზრაელ ფოლაუს მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული განცხადება მისთვის კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი გახდა
15-04-2019, 16:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ იზრაელ ფოლაუს კონტრაქტი გაუწყვიტა, რაც მის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებას უკავშირდება, სადაც იგი ამბობს, რომ ჰომოსექსუალებს „ჯოჯოხეთი ელოდებათ“.

 

 

„რაგბი ავსტრალიამ“, რომელთანაც რაგბის მოთამაშეს კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა დადებული, განაცხადა, რომ 30 წლის ფოლაუმ პროფესიონალი მოთამაშეების ქცევის წესი დაარღვია, რამაც მისი კონტრაქტის დასრულება განაპირობა.

 


მოელოდნენ, რომ მიმდინარე წელს ფოლაუ იაპონიაში მსოფლიოს თასზე ითამაშებდა.

 


„რაგბი ავსტრალიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რაელენ კასტელმა განაცხადა: „ისრაელი არაერთხელ იქნა ოფიციალურად გაფრთხილებული სოციალური მედიის გამოყენების მოლოდინების შესახებ და მან ამ ვალდებულებებს თავი ვერ გაართვა.

 


მას ნათლად განემარტა, რომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ნებისმიერი განცხადება და კომენტარი, რომელიც რაიმე ფორმით უპატივცემულობის გამომხატველი იქნებოდა ადამიანებისთვის მათი სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე, გამოიწვევდა დისციპლინარულ ქმედებას“.

 


„მე ახლა ღმერთისთვის ვცხოვრობ“

 

 

ღრმად მორწმუნე ქრისტიანმა გასულ კვირას თავისი ინსტაგრამის ანგარიშზე ბანერი გამოაქვეყნა: „მსმელებს, ჰომოსექსუალებს, სიძვა-მრუშობის მიმდევრებს, მატყუარებს, ქურდებს, ათეისტებს და კერპთაყვანისმცემლებს - ჯოჯოხეთი გელოდებათ“.

 

 

აღნიშნული განცხადება კვლავ რჩება სოციალურ მედიაში და კვირას რაგბის მოთამაშემ თქვა, რომ იგი იმ პრინციპების ერთგული იყო, „რასაც ბიბლია ამბობს“.

 


ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მან გაზეთ „Sydney Morning Herald“-ს უთხრა: „მე ვიზიარებ ამას სიყვარულით. მე შემიძლია შევხედო მედლის მეორე მხარეს, სადაც ადამიანების რეაქციები სრულიად საწინააღმდეგოა იმისა, თუ როგორ ვიზიარებ მე ამას.

 


„პირველი და ყველაზე მთავარი, მე ახლა ღმერთისთვის ვცხოვრობ. რაც მას სურს ჩემთვის, მე მჯერა, მისი გეგმები ჩემს მიმართ უკეთესია, ვიდრე ის, რასაც შეიძლება ვფიქრობდე მე. თუკი ეს ისაა, რომ მე არ უნდა განვანგრძო თამაში, დაე, ეს ასე იყოს... მე მიყვარს თამაში და მე ის უდავოდ მომენატრება, მაგრამ პირველი რაცაა, ეს ჩემი რწმენაა იესო ქრისტესადმი“, განაცხადა ფოლაუმ.

 

კომენტარები: 1
#1   Viktoriya1995
      
Если у вас на работе или дома заблокирован доступ к этому или любому другому сайту
Используйте тор браузер он обходит все возможные блокировки провайдеров.
https://tor-browser-vpn.ru/
9 ივნისი 2019 18:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი