პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა, ალან გარსიამ დაკავებისას თავი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა
17-04-2019, 19:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა, 69 წლის ალან გარსიამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა იმ დროს, როცა მასთან პოლიცია დასაპატიმრებლად მივიდა.

 


დედაქალაქ ლიმას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. ყოფილ პრეზიდენტს ჭრილობა თავში აქვს მიყენებული.

 


გარსიას ბრაზილიური სამშენებლო კომპანია „ოდებრეხტისაგან“ ქრთამის აღებაში ედება ბრალი, რაც მან არაერთხელ უარყო.

 


ჯანდაცვის მინისტრის ზულემა ტომასის განცხადებით, გარსიას ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალზე სერიოზული და კრიტიკულია“ და სამჯერ გულის მოულოდნელი გაჩერების შემდეგ, იგი გონებაზე უნდა მოვიდეს.

 


„შევთხოვოთ ღმერთს, რომ მას ძალა მისცეს“, უთხრა საავადმყოფოსთან ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, ერასმო რეინამ.

 


გარსია პერუს პრეზიდენტი ორჯერ იყო, პირველად 1985-1990 წლებში, მეორედ კი 2006-დან 2011 წლამდე.

 


გამომძიებლების თქმით, მან სამშენებლო კომპანიისგან ქრთამი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს აიღო და ეს დედაქალაქში მეტროს ხაზის გაყვანის პროექტს უკავშირდებოდა.

 

 

„ოდებრეხტმა“ აღიარა, რომ 2004 წლის შემდეგ მას პერუში თითქმის 30 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის გადახდა მოუწია, მაგრამ გარსია აცხადებდა, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო. სამშაბათს მან „თვითერზე“ დაწერა, რომ მის წინააღმდეგ „სამხილი“ არ არსებობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი