მამამ თავისი 14 თვის ბიჭი დინგოს ყბებიდან იხსნა მას შემდეგ, რაც ავსტრალიაში ცხოველმა მძინარე ჩვილი ფურგონიდან გამოათრია
19-04-2019, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მამამ თავისი ვაჟი გარეული ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა მას შემდეგ, რაც ავსტრალიის ტურისტულ კუნძულზე ცხოველმა ჩვილი სახლად მოწყობილი ფურგონიდან გამოათრია.

 


14 თვის ბიჭს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ეძინა ქუინსლენდის შორეულ კუნძულ ფრეიზერზე, როდესაც ფურგონში გარეული ძაღლი შევიდა და ბავშვს ყელის არეში უკბინა.

 


მშობლები თავიანთი შვილის ტირილმა გააღვიძა იმ დროს, როცა უკვე ძაღლს „ფურგონიდან კარგა მანძილზე“ ჰყავდა გაყვანილი ჩვილი, განაცხადა საპარაშუტო-სადესანტო ძალების მედიკოსმა.

 


მამა დაუყოვნებლივ გაიქცა გარეთ და ბავშვი დინგოს (გარეული ძაღლი ავსტრალიაში) ყბებიდან დაიხსნა.

 


ჩვილს ორი ღრმა ჭრილობა აღენიშნებოდა ყელის არეში და უმნიშვნელო ჭრილობები თავის ქალაზე. იგი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადააფრინეს.

 


საპარაშუტო-სადესანტო ძალების მედიკოსმა ბენ დუ ტოიტმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ მამამ, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა, „აღმოაჩინა დინგო, რომელიც ფურგონიდან მოშორებით მიათრევდა ჩვილს“. მიმდებარედ კი რამდენიმე სხვა დინგოც იმყოფებოდა.

 


კუნძულ ფრეიზერზე ეს დინგოს თავდასხმის მესამე შემთხვევაა წელს. ორივე წინა თავდასხმა ასევე ბავშვებზე განხორციელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი